რუსების მიერ ზაპოროჟიეს ოლქზე სარაკეტო დარტყმის შედეგად უკრაინელი მაშველები დაიღუპნენ

რუსი ოკუპანტების მიერ ზაპოროჟიეს ოლქზე სარაკეტო დარტყმის შედეგად ორი უკრაინელი მაშველი დაიღუპა.
ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის ეროვნული პოლიცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ზაპოროჟიეს ოლქში რუსებმა სამი დარტყმა მიიტანეს კამიშევახას დასახლებაზე, არიან გარდაცვლილები და დაჭრილები: პოლიცია ს ფედერაციის დანაშაულის დოკუმენტაციას ახდენს.
აღნიშნულია, რომ პირველი ორი დარტყმის შედეგად ოთხმა ადგილობრივმა მაცხოვრებელმა მიიღო ჭრილობები და საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა. მას შემდეგ კი, როდესაც ადგილზე უკრაინელი პოლიციელები და მაშველები მივიდნენ, რუსებმა განმეორებით დაბომბეს დასახლება.
უკრაინის ეროვნული პოლიცია აღნიშნავს, რომ ბოლო დაბომბვის შედეგად უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ორი თანამშრომელი გარდაიცვალა, ხოლო მათმა კიდევ სამმა კოლეგამ სხვადასხვა ჭრილობები მიიღო.

ასევე დაგაინტერესებთ

ვოლოდიმირ ზელენსკი: მოსკოვი თავადაა პასუხისმგებელი იმ მსოფლიო ლიდერების უსაფრთხოებაზე, რომლებიც მომავალ კვირას რუსეთის ტერიტორიაზე ჩავლენ მეორე მსოფლიო ომის დასრულების აღსანიშნავად

ლევან მაჭავარიანი – „ალტერნატივა გერმანიისთვის” პატრიოტული ძალაა და სწორედ ეს არ მოსწონს „დიფ სთეითს“, ვინაიდან პატრიოტული ძალები არ ემორჩილებიან მათ და მოქმედებენ თავიანთი ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, როგორც „ქართული ოცნება“