რუმინეთში ყოფილ საპრეზიდენტო კანდიდატს სისხლის სამართლის ბრალდებები წარუდგინეს

რუმინეთის გენერალურმა პროკურატურამ ყოფილ საპრეზიდენტო კანდიდატსა და ოპოზიციონერ პოლიტიკოს კალინ ჯორჯესკუს სისხლის სამართლის რამდენიმე დანაშაულში წაუყენა ბრალი. ის არჩევნებში მონაწილეობის ხელახლა მიღებისთვის საბუთების წარდგენამდე დააკავეს. წინა ს შედეგები გაუქმდა მას შემდეგ, რაც ჯორჯესკუმ გაიმარჯვა პირველ ტურში.
62 წლის ჯორჯესკუს ბრალი ედება კონსტიტუციური წესრიგის წინააღმდეგ მიმართულ საქმიანობაში, ყალბი ინფორმაციის გავრცელებაში, ყალბ განცხადებებსა და ქსენოფობიური და ანტისემიტური ჯგუფების შექმნაში, იუწყება რადიო თავისუფლების რუმინული სამსახური. მას სასამართლო ზედამხედველობა დაუწესდა და ეკრძალება ქვეყნიდან გასვლა და სოციალურ ქსელებში მასალების განთავსება.
როგორც რადიო თავისუფლების რუმინული სამსახური იტყობინება, პროკურატურას არცერთ დღევანდელ ანგარიშში ოფიციალურად არ დაუსახელებია პოლიტიკოსისთვის წაყენებული ბრალდებები. აცხადებენ, რომ ამ ინფორმაციას მოგვიანებით გაასაჯაროებენ.
ჯორჯესკუმ, რომელსაც თავის პროგრამაში მემარჯვენე პოპულისტური შეხედულებები აქვს, პროკურატურის დატოვებისას თქვა, რომ „განაგრძობს ბრძოლას თავისუფლებისთვის“. მას შენობის გარეთ ასობით მხარდამჭერი ახლდა.
რუმინეთში საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური 24 ნოემბერს გაიმართა. ჯორჯესკუმ მოულოდნელი გამარჯვება მოიპოვა ხმების 22,9 პროცენტით. მეორე ტურში ის უნდა დაჰპირისპირებოდა ლიბერალ პოლიტიკოსს, ელენა ლასკონს, რომელმაც 19,17 პროცენტი მიიღო.
სადაზვერვო სამსახურებმა განაცხადეს, რომ ჯორჯესკუს სასარგებლოდ შესაძლოა უკანონო აგიტაცია წარმოებდა ს დაკვეთით. ის ამას უარყოფს. მან საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ კენჭისყრის შედეგების გაუქმების გადაწყვეტილებას უწოდა თავდასხმა „რუმინელი ხალხის ფუნდამენტურ ღირებულებებზე“.
ლასკონიმაც გააკრიტიკა არჩევნების შედეგების ბათილად ცნობა და განაცხადა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება არადემოკრატიულია და „ქვეყანა ანარქიისკენ მიჰყავს“.
ჯორჯესკუს მისთვის წაყენებული ბრალდებით 25 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.