რუმინეთში საქართველოს საელჩომ IWA-ს საქველმოქმედო საშობაო ბაზრობაში მიიღო მონაწილეობა

10 დეკემბერს, რუმინეთში საქართველოს საელჩომ ტრადიციულად IWA-ს(საერთაშორისო ქალთა ასოციაცია) მიერ გამართულ საქველმოქმედო საშობაო ბაზრობაში მიიღო მონაწილეობა.
ღონისძიება გაიმართა რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პატრონაჟის ქვეშ, რომელშიც მონაწილეობდა ბუქარესტში აკრედიტებული 55-ზე მეტი საელჩო და საერთაშორისო ორგანიზაცია.
საქართველოს საელჩოს სტენდზე წარმოდგენილი იყო ქართული ღვინო, ტრადიციული კერძები, სუვენირები და პუბლიკაციები საქართველოს პოპულარიზაციისათვის.
ღონისძიების ორგანიზატორს გადაეცა საშობაო ბაზრობის შედეგად მიღებული თანხა, რომელიც ხანდაზმულთა მხარდაჭერას მოხმარდება.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო წილოსანი – სანქციები არის უსამართლობა – დიდი ხანია ჩვენ ამ დაშინების ქვეშ ვართ, უბრალოდ, თავს ვერ მივცემთ უფლებას გარედან ზეწოლამ გვაიძულოს ისეთ მოცემულობაში ჩავაყენოთ ქვეყანა, რომ ისტორიამ მოღალატეებად განგვსაჯოს