რუმინეთმა დაადასტურა თავის ტერიტორიაზე რუსული დრონების შეღწევა

რუსეთის სამხედრო ძალების მიერ უკრაინის ოდესის ოლქის იზმაილის რაიონზე შეტევის შემდეგ, მოსაზღვრე რუმინეთის ტერიტორიაზე აღმოაჩინეს რუსული უპილოტო საფრენი აპარატების ნამსხვრევები.
რუმინეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დასახლებული პუნქტის, პლაურუს მახლობლად ნაპოვნია „გერანის“ ტიპის დრონების ფრაგმენტები.
ნატოს და ევროკავშირის წევრი რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლუმინეცა ოდობესკუმ განაცხადა, რომ კატეგორიულად გმობენ ს უპასუხისმგებლო ქმედებებს. მინისტრის თანახმად, ბუქარესტმა კოორდინირებული ქმედებების მიზნით შესაბამისი ინფორმაცია მიაწოდა მოკავშირეებს.
რუსეთმა ზე დრონებით მორიგი შეტევა დღეს, 25 ივლისს, მიიტანა. მათ შორის ოდესის ოლქის იზმაილის რაიონის საპორტო ინფრასტრუქტურაზე. იზმაილი რუმინეთის საზღვრის მახლობლად მდებარეობს.
უკრაინის საჰაერო ძალების სარდლის, მიკოლა ოლეშჩუკის ინფორმაციით, საოკუპაციო ძალებმა უკრაინას 38 დრონით შეუტიეს ანექსირებული დან და კრასნოდარის მხარის ქალაქ პრიმორსკო-ახტარსკიდან.
გენერალ-ლეიტენანტ ოლეშჩუკის თანახმად, საჰაერო თავდაცვის სისტემა ამოქმედებული იყო ს, ოდესის, ხერსონის, ნიკოლაევის, სუმის, ჟიტომირისა და ჩერკასის ოლქებში, სადაც 25 დრონი ჩამოაგდეს. ოლეშჩუკის ინფორმაციით, კიდევ სამი უპილოტო საფრენი აპარატი თვალთახედვიდან დაკარგეს მას შემდეგ, რაც მათ უკრაინა-რუმინეთის საზღვარი გადაკვეთეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – მნიშვნელოვანია სტრატეგიული პარტნიორობის განახლება აშშ-თან და ეს იქნება დამოკიდებული თავიდან ბოლომდე იმაზე, ვინ გაიმარჯვებს ორთაბრძოლაში ტრამპსა და “დიფ სთეითს” შორის – ყოველთვის ყველა სცენარისთვის ვიყავით მზად

ირაკლი კობახიძე – დასანანი იყო, რა მესიჯიც გავრცელდა პოლოლიკაშვილის მხრიდან – მისმა მესიჯმა, შინაარსის და ლექსიკის გათვალისწინებით, მყარად დაადასტურა, რომ ჩვენი გადაწყვეტილება იყო აბსოლუტურად მართებული

პაველ ჰერჩინსკი „ქართული ოცნების“ წევრების დასანქცირებაზე – ევროკავშირის დონეზე ჩვენ კვლავ ვცდილობთ სანქციების შემოღებას და იმედია, მივაღწევთ იმ მომენტს, როცა 27 წევრი სახელმწიფო ერთსულოვანი იქნება