რუმინეთი უკრაინას გადასცემს საჰაერო თავდაცვის ამერიკულ სისტემა Patriot-ს

რუმინეთი ს გადასცემს საჰაერო თავდაცვის ამერიკულ სისტემა Patriot-ს, რომელიც ქვეყნის არმიამ შეერთებული შტატებისგან მიიღო. ეს გადაწყვეტილება ხუთშაბათს მიიღო რუმინეთის თავდაცვის უმაღლესმა საბჭომ, იტყობინება რადიო თავისუფლების რუმინული სამსახური.
სისტემა უკრაინას საჩუქრად გადაეცემა. გადაწყვეტილება მიღებულია „უკრაინაში უსაფრთხოების მდგომარეობის საგრძნობი გაუარესების ფონზე, რაც გამოწვეულია სამოქალაქო მოსახლეობასა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე ს გამუდმებული და მასირებული იერიშებით“, – ნათქვამია რუმინეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.
ბუქარესტმა -ს საჰაერო თავდაცვის ამ სისტემის შვიდი ბატარეა შეუკვეთა ორი მოდიფიკაციით – PAC-2 და PAC-3. მიღებულია ოთხი, ორი მათგანი უკვე საბრძოლო მზადყოფნაშია. არხი Digi 24 იტყობინება, რომ რუმინეთის არმია საჰაერო თავდაცვის სისტემების გადაცემის წინააღმდეგია, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება პრეზიდენტს უნდა მიეღო.
ხუთშაბათს Financial Times-ი წერს, რომ აშშ-ს გადაწყვეტილი აქვს, შეაჩეროს სხვა ქვეყნებისთვის Patriot-ების მიწოდება შემდეგ სთვის მათ გადასაცემად. მოგვიანებით დააზუსტეს, რომ საქმე ეხება არა საჰაერო თავდაცვის ბატარეებს, არამედ გადამტაც რაკეტებს.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ორგანიზაცია „საფარს“, რომელიც არ აღიარებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, არ ცნობს კანონმდებლობას, აწარმოებს ზიზღის კამპანიას და რომლის გაცხადებული მიზანია არჩევნების საბოტაჟის გზით მოქალაქეების საარჩევნო უფლების დარღვევა, ევროკავშირი 900 000 ევროს უხდის

პროკურატურა – სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან მიმართებაში, პროცედურულ ნაწილში, კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა დაადგინა და სახელმწიფოს გარკვეული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება დაავალა

პროკურატურის ინფორმაციით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, რუსთაველის გამზირზე საგამოძიებო მოქმედებები ტარდება, რომელიც გამოძიებას „დანაშაულის სურათის სრულად აღდგენის შესაძლებლობას მისცემს“