რუმინეთი და ბულგარეთი ევროზე გადასვლას ჯერ ვერ შეძლებენ

რუმინეთი და ბულგარეთი ჯერჯერობით ვერ აკმაყოფილებენ იმ ეკონომიკურ მოთხოვნებს, რაც ევროზე გადასვლისთვისაა საჭირო, – ამის შესახებ „ევროპის მოამბე“ ევროპის ცენტრალური ბანკისა და ევროკომისიის გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით წერს.
ევროპის ცენტრალური ბანკი და ევროკომისია ამის მიზეზად იმას ასახელებს, ვერც რუმინეთი და ვერც ბულგარეთი ჯერჯერობით ვერ აკმაყოფილებენ იმ ეკონომიკურ მოთხოვნებს, რაც ევროზე გადასვლისთვისაა საჭირო.
ორივე ქვეყანას ევროს შემოსაღებად საკმაოდ მაღალი ინფლაცია ჰქონიათ და არც მათი ინსტიტუტები ყოფილან საკმარისად ძლიერი კორუფციასა და ფულის გათეთრების წინააღმდეგ საბრძოლველად.
როგორც ირკვევა, ბულგარეთს შედარებით კარგი მდგომარეობა აქვს, რადგან მხოლოდ მაღალი ინფლაცია რჩება მის მთავარ გამოწვევად, მაგრამ რუმინეთს თავისი ნამეტანი მყიფე ინსტიტუტებით, საშუალო ვადიან პერსპექტივაშიც არ აქვს ევროზე გადასვლის შანსი.
არადა, ორივე ქვეყანას სურდა ევრო-ზე გადასვლა 2025 წლიდან. აწი, რუმინეთიცა და ბულგარეთიც ევროპის ცენტრალური ბანკისა და ევროკომისიის მომავალ შეფასებას უნდა დაელოდონ, რომელიც 2026 წლამდე არ გამოცხვება და ორი წლის შემდეგაც გარანტირებული არაფერია.
ამჟამად, ევროზონა 20 ქვეყანას აერთიანებს და ამ კლუბში გასაწევრიანებლად, ქვეყანაში ინფლაციის მაჩვენებელი 3.3%-ს არ უნდა აღემატებოდეს. ამასთან, ევროზონაში გაწევრიანების მსურველ ქვეყანას უნდა ჰქონდეს დამოუკიდებელი, ძლიერი და სანდო ინსტიტუტები, რომლებიც ფინანსურ თუ ეკონომიკურ სტაბილურობას უზრუნველყოფენ. ბოლო ქვეყანა კი, რომელმაც ევროზონაზე დაერთება მოახერხა ხორვატია იყო.
წყარო: „ევროპის მოამბე“