რუმინეთის ულტრამემარჯვენე კანდიდატს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა აუკრძალეს, რასაც მასშტაბური პროტესტი მოჰყვა

რუმინელ ულტრამემარჯვენე კალინ ჯორჯესკუს ქვეყნის ცენტრალურმა საარჩევნო ბიურომ (BEC) მაისში დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა აუკრძალა, რამაც მის მხარდამჭერებსა და პოლიციას შორის შეტაკებები გამოიწვია, – ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
დედაქალაქ ბუქარესტში, ცენტრალურ საარჩევნო ბიუროსთან შეკრებილი ათასობით მომიტინგის წინააღმდეგ პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. BBC-ი წერს, რომ სულ მცირე ოთხი ადამიანი დააკავეს.
შეგახსენებთ, გასულ წელს რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლომ ნოემბერში ჩატარებული ს პირველი ტურის შედეგები გააუქმა, რომელშიც კალინ ჯორჯესკუ ლიდერობდა. სასამართლომ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ქვეყნის დაზვერვამ გამოავლინა, რომ ჯორჯესკუს მხარდამჭერი TikTok-ის 800 ანგარიშის უკან იდგა.
კალინ ჯორჯესკუსთან დაკავშირებით სისხლის სამართლის გამოძიება ექვსი მუხლით მიმდინარეობს, მათ შორისაა ფაშისტური ორგანიზაციის წევრობა და საარჩევნო კამპანიის დაფინანსების შესახებ ცრუ ინფორმაციის მიწოდება.

ასევე დაგაინტერესებთ

მირანდა ბაღათურია – რადგან საქმე მირიან ქავთარაძეს ეხება, პატიმრობის შუამდგომლობას ველოდი, მაგრამ როცა გააჟღერეს, რომ კრიმინალები ვართ, მაინც სახტად დავრჩი – მოსამართლემ 4000-ლარიანი ჯარიმით გამომიშვა იმისთვის, რაც არ ჩამიდენია

ჯეი დი ვენსი აცხადებს, რომ ტრამპის ადმინისტრაციის პირველი 100 დღე ცვლილებების „ძალიან სწრაფად“ განხორციელებას ეხებოდა, თუმცა მომდევნო 100 დღის განმავლობაში კონგრესმა და საერთაშორისო პარტნიორებმაც უნდა გადადგან ნაბიჯები

ზურაბ ჯაფარიძე – მოიყვანეს პოლიციელები, რომლებმაც ზღაპრები ილაპარაკეს – ჩვენ გვქონდა იმ დღის კადრები მოტანილი, სადაც ნათლად ჩანდა, რომ როდესაც მირიან ქავთარაძე გადიოდა, არც ანა და არც მირანდა არ ჩანდა