რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ჯორჯ სიმიონმა გაიმარჯვა, მეორე ტური 18 მაისს გაიმართება

რუმინეთის საპრეზიდენტო ს პირველ ტურში ნაციონალისტმა კანდიდატმა, რუმინელთა გაერთიანების ალიანსის“ (AUR) ლიდერმა, ჯორჯ სიმიონმა გაიმარჯვა, – ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, სიმიონი არჩევნებში ხმების 40.5 %-ი მოიპოვა.
მეორე ადგილზე გავიდა ბუქარესტის ლიბერალი მერი, ნიკუსორ დანი ხმების, დაახლოებით, 21%-ით. მესამე ადგილზე კი მმართველი კოალიციის კანდიდატი, კრინ ანტონესკუა, რომელიც ბუქარესტის მერს შედეგებით მცირედით ჩამორჩა.
არჩევნების მეორე ტური 18 მაისს გაიმართება.
ცნობისთვის, ეს რუმინეთში ბოლო 6 თვეში მეორე საპრეზიდენტო არჩევნებია. გასული წლის ნოემბერში რუმინეთში საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური გაიმართა. დეკემბერში რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლო არჩევნების პირველი ტურის შედეგების გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო, რის მიზეზადაც პირველ ადგილზე გასული ულტრამემარჯვენე კანდიდატის, კალინ ჯორჯესკუს სასარგებლოდ ს ჩარევა დაასახელეს. თებერვლის ბოლოს, ჯორჯესკუს ბრალი წაუყენეს ექვს დანაშაულში, მათ შორის, ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში. აღსანიშნავია, რომ ჯორჯესკუმ რუმინეთის პრეზიდენტობის კანდიდატად რეგისტრაციისთვის განაცხადი შეიტანა, თუმცა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მისი განაცხადი არ დააკმაყოფილა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი ტაბლიაშვილი: ვიკითხოთ, რაზე თუ რეიზა გამოცა ხალხი ქუჩაში და… მე ჩემს აზრს გეტყვით – მხოლოდ მაშინ, როცა ესენი მოგვცემენ საბაბ-მიზეზს, და ეს შეიძლება იყოს… საქართველოს ნეიტრალიტეტის გამოცხადება!

ვოლოდიმირ ზელენსკი – უნდა იყოს ცეცხლის შეწყვეტა და უსაფრთხოების საიმედო გარანტიები უკრაინისთვის, რაზეც ტრამპმაც გამოხატა მხარდაჭერა, რუსეთს არ უნდა ჰქონდეს ვეტოს უფლება უკრაინის ევროპულ და ნატო-ს პერსპექტივაზე – პუტინი ვერავის მოტყუებას ვერ შეძლებს