რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლომ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გადათვლის გადაწყვეტილება მიიღო

რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლომ ქვეყნის საპრეზიდენტო ს პირველი ტურის შედეგების გადათვლის გადაწყვეტილება მიიღო. როგორც რადიო თავისუფლების რუმინული სამსახური იუწყება, სასამართლომ გადადო კენჭისყრის პირველის ტურის შედეგების ცნობა.
24 ნოემბერს ევროკავშირის და ნატოს წევრი რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში გაიმარჯვა პოპულარულმა ტიკტოკერმა და ულტრამემარჯვენე პოპულისტმა, 62 წლის კალინ ჯორჯესკუმ, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნების წინ ჩატარებულ გამოკითხვებში პრაქტიკულად არ ფიგურირებდა. რუმინეთში ჯორჯესკუს პრორუსი და ნატოს მიმართ სკეპტიკურად განწყობილი პოლიტიკოსის იმიჯი აქვს.
მეორე ადგილზე გავიდა ელენა ლასკონი ლიბერალური პარტიიდან „კავშირი რუმინეთის ხსნისთვის“, მან ხმების 19.18 პროცენტი მოიპოვა. ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, სოციალ-დემოკრატმა მარსელ ჩიოლაკუმ კი ხმების 19.15 პროცენტით მესამე ადგილი დაიკავა.
საკონსტიტუციო სასამართლომ ხმების გადათვლის გადაწყვეტილება ერთსულოვნად მიიღო.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ნატროშვილი – „ქართულ ოცნებას“ სურს, ევროკავშირმა საქართველოს უვიზო მიმოსვლა გაუუქმოს – მათ ნაბიჯებს სხვა ახსნა არა აქვს! ყველასთვის ცხადი უნდა იყოს, რომ ვიზალიბერალიზაციის საკითხის საბოტირებას „ოცნება“ ახდენს!

ალექსი ახვლედიანი – თორნიკე რიჟვაძის მამა დაკითხვაზე არასდროს ყოფილა, თავად თორნიკე კი, შემთხვევამდე რამდენიმე დღით ადრე გერმანიაში იმყოფებოდა – როცა ადამიანზე ზეწოლას ახდენენ, მას თავისუფლად შეუძლია უცხოეთში წასვლა?