რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლომ კალინ ჯორჯესკუსთვის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის აკრძალვას მხარი დაუჭირა

ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსს კალინ ჯორჯესკუს რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ხელახლა მონაწილეობა რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლომ აუკრძალა.
კერძოდ, რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლომ მხარი დაუჭირა რუმინეთის ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად, კალინ ჯორჯესკუს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ უნდა მიეცეს.
ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაციის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით შესული 11-ვე სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა.
აღინიშნება, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილება ერთხმად იყო მიღებული, რაც საბოლოოა და მისი შესრულება სავალდებულოა.
შეგახსენებთ, გასულ წელს რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლომ ნოემბერში ჩატარებული ს პირველი ტურის შედეგები გააუქმა, რომელშიც კალინ ჯორჯესკუ ლიდერობდა. სასამართლომ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ქვეყნის დაზვერვამ გამოავლინა, რომ ჯორჯესკუს მხარდამჭერი TikTok-ის 800 ანგარიშის უკან იდგა. კალინ ჯორჯესკუსთან დაკავშირებით სისხლის სამართლის გამოძიება ექვსი მუხლით მიმდინარეობს, მათ შორისაა ფაშისტური ორგანიზაციის წევრობა და საარჩევნო კამპანიის დაფინანსების შესახებ ცრუ ინფორმაციის მიწოდება.

ასევე დაგაინტერესებთ

ანა ნაცვლიშვილი სუს-ის ანგარიშზე – სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სახელით რუსული, ოკუპანტი სახელმწიფოს ინტერესებზე მორგებული ანგარიში იდება, რომელიც მოსკოვის ინტერესების გამტარებელია და არა საქართველოსი

გურამ მაჭარაშვილი – ვინც ბედავს და ამბობს, რომ საქართველოში რაღაც რეპრესიები მიდის, უყუროს კომისიის სხდომებს – ჩხრეკისას ფიზიკურად რამე შემხებლობა მოხდა?! ბავშვის რეაქცია რას ნიშნავს?! სახლში ბავშვიც შეიძლება იყოს და ფეხმძიმე ქალბატონიც