რუმინეთის საკონსტიტუციომ გააბათილა საპრეზიდენტო არჩევნების I ტურის შედეგები

რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლომ გააბათილა საპრეზიდენტო არჩევნების I ტურის შედეგები, რომელთა მიხედვითაც მეორე ტურში „ულტრამემარჯვენედ“ მიჩნეული, პრორუსი კანდიდატი კალინ გეორგეუ და მისი პროდასავლელი ოპონენტი გადავიდნენ.
ახლა ხელახლა უნდა ჩატარდეს.
სასამართლომ თავისი გადაწყვეტილება დაასაბუთა კონსტიტუციის 146-ე მუხლით, რომელშიც საუბარია საარჩევნო პროცესის სისწორესა და კანონიერებაზე. გადაწყვეტილებას წინ უძღოდა რუმინეთის უშიშროების განცხადებები „რუსეთის აგრესიული ჰიბრიდული შეტევების“ შესახებ რუმინეთის საარჩევნო ინფრასტრუქტურაზე.
კალინ გეორგესკუ, რომელმაც პირველ ტურში ყველაზე მეტი ხმა მიიღო, ამბობდა, რომ არის „გამოგონილი სახელმწიფო“ და ჰპირდებოდა ამომრჩეველს უკრაინის მხარდაჭერის დასრულებას. მისი ოპონენტი, პირიქით, დასავლეთთან ინტეგრაციისა და თანამშრომლობის გაზრდაზე საუბრობდა. ორივე კანდიდატი ტრადიციულად ძლიერი პარტიების წარმომადგენლები არ ყოფილან.
5 დეკემბერს რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში ევროკავშირის მხარდასაჭერი დემონსტრაციაც გაიმართა.
გარეკანის ფოტო: Inquam Photos / Octav Ganea / DIGI.RO

ასევე დაგაინტერესებთ

აჩიკო ბერიძე: მადლობა ღმერთს, რომ ამ ისტორიულ ეტაპზე ქართველ ხალხს ჰყავს ეროვნული ხელისუფლება ბატონი ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით და ჰყავს ბატონი ბიძინა ივანიშვილი, რომლის უდიდესი წვლილია იმაში, რომ საქართველო დღეს ამ ბეწვის ხიდს მშვიდობით გადის (ვიდეო)