რუმინეთის პარლამენტმა დაამტკიცა Patriot-ის სისტემის უკრაინისთვის გადაცემა

რუმინეთის პარლამენტის ქვედა პალატამ 3 სექტემბერს დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც გზას უხსნის უკრაინისთვის Patriot-ის ტიპის ანტისარაკეტო სისტემის გადაცემას.
რუმინეთს, რომელიც 2004 წლიდანაა ნატოს წევრი, უკრაინასთან 650-კილომეტრიანი საზღვარი აქვს. რუსეთის დრონების ნამსხვრევები ხშირად ცვივა რუმინეთის ტერიტორიაზე, მოსკოვის მხრიდან უკრაინის პორტებზე განხორციელებული თავდასხმების შედეგად.
როცა პრეზიდენტი კლაუს იოჰანისი კანონპროექტს ხელს მოაწერს და კანონად აქცევს, მთავრობა გასცემს დონაციის ორდერს.
ბუქარესტმა ივნისში გამოაცხადა, რომ თავისი ორი მოქმედი Patriot-ის სისტემიდან ერთს უკრაინას გადასცემდა, იმ პირობით, რომ მოკავშირეები მას ჩაანაცვლებდნენ საჰაერო დაცვის მსგავსი სისტემით.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი სიორიძე – რამდენიმე თვის წინ შეიტანეს სარჩელი, მათ შორის, „ლელოს“ აკრძალვის თაობაზე და ჯერჯერობით განმწესრიგებელი სხდომაც არ ჩაუნიშნავს სასამართლოს – ეს ყველაფერი არის სპექტაკლი, რომლის გათამაშებასაც ივანიშვილი და მისი რეჟიმი აპირებს

დავით ნიკურაძე: პარლამენტის თავმჯდომარე რითაა დაკავებული? ისევ ავრცელებს დასანქცირებული იმედის ტელევიზიის ფეიკს და ამ ფეიკის საფუძველზე გერმანიის ელჩს ეუბნება, ახლავე ბოდიში მოიხადეო