რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი დანიელი: რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრების, სამღვდელოებისა და მრევლის სახელით, ვუსამძიმრებთ წმინდა სინოდის წევრებსა და სრულიად საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას

„ღრმა მწუხარებით მივიღეთ ცნობა ამა სოფლიდან ჩვენი ქრისტესმიერი საყვარელი ძმის, ნეტარხსენებული სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, -ის გასვლის შესახებ. იგი იყო თანამედროვე მართლმადიდებლობის ღირსშესანიშნავი პიროვნება და რწმენის მტკიცე აღმსარებელი, რომელიც სიბრძნით მწყემსავდა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას როგორც განსაცდელის, ისე განახლების პერიოდში.
რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრების, სამღვდელოებისა და მრევლის სახელით, ვუსამძიმრებთ წმინდა სინოდის წევრებსა და სრულიად საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას.
ამავდროულად, ვევედრებით ჩვენს უფალ იესო ქრისტეს, რომელიც არის „აღდგომა და ცხოვრება“ (იოანე 11, 25), რათა განუსვენოს პატრიარქ -ის სულს თავის საყვარელ წმინდანთა სავანეში, სადაც არა არს ჭირი, მწუხარება, არა არს სულთქმა, არამედ ცხოვრება საუკუნო.
იყოს მისი ხსენება უკუნისიდან უკუნისამდე, თაობიდან თაობამდე!“ | ნათქვამია რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქ დანიელის სამძიმრის წერილში
🔻 ილია მეორე 17 მარტს საღამოს გარდაიცვალა.

ასევე დაგაინტერესებთ

ქეთი მოლაშვილი: გალაკტიონმა თავი რომ მოიკლა, 17 მარტი იყო და წესი არ აუგეს.. პატრიარქმა გალაკტიონს აუგო წესი, კაცს, რომელმაც თავი მოიკლა, პატრიარქმა წესი აუგო. …პატრიარქმა წესი აუგო და თავადაც 17 მარტს მიიცვალა

თურქეთის საელჩო: უწმინდესის გარდაცვალება უდიდესი დანაკარგია, ვინაიდან იგი მრავალი წლის განმავლობაში იყო ქართველი ხალხის სულიერი მამა, მშვიდობის, ერთიანობისა და ზნეობრივი ღირებულებების საყრდენი