რუმინეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, დრონებმა ქვეყნის საჰაერო სივრცე დაარღვიეს

რუმინეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, დრონებმა ქვეყნის საჰაერო სივრცე დაარღვიეს.
რუმინეთის თავდაცვის უწყების ცნობით, რადარებმა ორი სამიზნე ობიექტი ტულჩის ოლქის მახლობლად დააფიქსირეს და მათ საზღვარი უკრაინიდან გადაკვეთეს.
დრონის დაფიქსირების შემდეგ რუმინეთმა საჰაერო სივრცეში ორი Eurofighter Typhoon-ის ტიპის ავიაგამანადგურებელი განალაგა.
თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.