რუმინეთის არმიის მეთაური ომის გავრცელების შემთხვევაში, მზადყოფნის საჭიროებაზე საუბრობს

რუმინეთს სასწრაფოდ სჭირდება საკანონმდებლო ბაზა, რომელიც სამოქალაქო მოხალისეებს საშუალებას მისცემს გაიარონ სამხედრო წვრთნები იმისთვის, რომ ქვეყანა უკეთესად იყოს მომზადებული უკრაინის წინააღმდეგ ს მიერ წარმოებული ომის გავრცელების შემთხვევაში. ამის შესახებ „რადიო თავისუფლებას“ ნატოს წევრის ქვეყნის არმიის ახალმა მეთაურმა უთხრა.
„დიახ, რუმინეთის მოსახლეობა, ისევე როგორც ევროკავშირის, ევროპის მთელი მოსახლეობა, უნდა იყოს შეშფოთებული“, – განუცხადა გენერალმა გეორგიტა ვლადმა „რადიო თავისუფლების“ რუმინულ სამსახურს 1 თებერვალს მიცემულ ინტერვიუში.
„პირადად მე, და არა იმის გამო, რომ კარიერული ჯარისკაცი ვარ, მიმაჩნია, რომ რუსეთის ფედერაცია აქ [ში] არ გაჩერდება. თუ ის გაიმარჯვებს უკრაინაში, მისი შემდეგი მთავარი სამიზნე იქნება მოლდოვა. ჩვენ დავინახავთ დაძაბულობას დასავლეთ ბალკანეთში. დარწმუნებული ვარ, რომ [რუსეთის] პრეზიდენტი [ვლადიმირ] პუტინი უახლოეს მომავალში გაამძაფრებს თავის პოლიტიკას”.
რუსეთის მიერ 2022 წლის თებერვალში უკრაინაში დაწყებული სწულმასშტაბიანი ომი, რუმინეთის ჩრდილოეთ სახმელეთო და შავი ზღვის სანაპიროს საზღვრებამდე მივიდა.
რუსეთის უკრაინაში ხელმეორე შეჭრის შემდეგ, ნატომ გააძლიერა საკუთარი ძალები რუსეთის საზღვართან ახლოს და დააარსა კიდევ ოთხი მრავალეროვნული საბრძოლო მზადყოფნის ჯგუფი ბულგარეთში, უნგრეთში, რუმინეთსა და სლოვაკეთში.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მამულაშვილი – სლოვაკეთის პრემიერი რუსულ ტრადიციას გაჰყვა, დამნაშავეები „ქართულ ლეგიონში“ ნახა – არ არის გამორიცხული „ოცნებამ“ ბრალდებები წამიყენოს, რადგან საქართველოსა და სლოვაკეთისთვის სცენარი კრემლში იწერება

სალომე ზურაბიშვილი – მცდარი დაშვებაა, თითქოს შეიძლება რეჟიმის იზოლაციის გადაწყვეტილების აღკვეთა არალეგიტიმურ მმართველებთან საკომუნიკაციო გზების შენარჩუნებით – ერთადერთი გზა სახალხო პროტესტის მხარდაჭერა და არჩევნებისკენ მოწოდებაა