რუდი გარსია ნეაპოლში დაბრუნდა

“პარტენოპეის” ყოფილი მთავარი მწვრთნელი რუდი გარსია ნეაპოლში დაბრუნდა და მის პარტნიორთან ფრანჩესკა ბრიენზასთან საქორწინო წვეულების ბოლო დეტალებს აგვარებს, ამის შესახებ ინფორმაციას Il Mattino ავრცელებს.
წყაროს ცნობით, იტალიელ ჟურნალისტსა და ფრანგ სპეციალისტს ერთმანეთთან რამდენიმეწლიანი რომანი აკავშირებთ.
შეგახსენებთ, გარსია “ნაპოლიმ” რამდენიმე კვირის წინ, არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო გაათავისუფლა.