ჩემპიონთა ლიგის მე-5 ტურში “რეალმა” “ნაპოლის” უმასპინძლა და 4:2 დაამარცხა. “პარტენოპეის” ქართველმა ლეგიონერმა ხვიჩა კვარაცხელიამ მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და შეუცვლელად ითამაშა.
იტალიური გამოცემები 22 წლის გარემარბის თამაშს მეტ-ნაკლებად დადებითად აფასებენ, გთავაზობთ მათ კომენტარებს.
“თავდაპირველად ჩვეული სიჯიუტით დაიწყო, გუნდმა უპირატესობა მისი პასით მოიპოვა, თუმცა ამის შემდეგ ჩაიკარგა, მის გამო გუნდმა ორი არაჩვეულებრივი შანსი გაანიავა”, – Footballnews24 – 5.5 ქულა.
“დი ლორენცოს ულამაზესი გადაცემა გაუკეთა, თავის მხრივ, იტალიელმა სიმეონეს გაატანინა. ნეაპოლელების შეტევებს სწორედ კვარაცხელია წარმართავს. თუმცა გადამწყვეტ მომენტში, როდესაც ანგარიში 2:2
იყო, ბრწყინვალე შანსი გაანიავა”, – Eurosport-ი – 6.5 ქულა.
“ცდა არ დაუკლია, მუდამ გამწვავებას ცდილობდა. პირველი გოლი მისი აქტიურობის შემდეგ გავიდა, გუნდისთვის ძალიან ბევრს აკეთებს და ეს დასაფასებელია”, – Calcionapoli1926 – 6 ქულა.
“მართალია, გოლი მის აქტიურობას მოჰყვა, მაგრამ კარგი შანსები გაანიავა”, – Calciomercato 6 ქულა.
“რეალმა” რუდიგერს მადლობა უნდა გადაუხადოს, გერმანელი საკუთარი გამოცდილებით კვარაცხელია თამაშიდან გათიშა და ქართველს ცხოვრება გაურთულა”, – Tuttomercatowebი – 5.5 ქულა
„ნაპოლი“ C ჯგუფში 7 ქულით მეორე ადგილზეა, “ბრაგას” 3 ქულით უსწრებს და 13 დეკემბერს, ბოლო ტურში, პორტუგალიურ გუნდს უმასპინძლებს – “ნაპოლის” პლეი-ოფში გასასვლელად ფრეც აძლევს ხელს, “ბრაგას” კი ორბურთიანი სხვაობით მოგება.