რუბიო და ლავროვი საუდის არაბეთში ერთმანეთს შეხვედნენ

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ სამშაბათს განაცხადა, რომ შეერთებული შტატები მუშაობს “გამართლებული” და “მდგრადი” გადაწყვეტისკენ, რათა დასრულდეს ს სამწლიანი ომი ში, თუმცა ამისთვის მოსკოვსა და კიევს ორივეს მოუწევთ დათმობებზე წასვლა.
რუბიომ ეს შეფასება მას შემდეგ გააკეთა, რაც ის და სხვა მაღალი რანგის ამერიკელი ოფიციალური პირები საუდის არაბეთში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვსა და მის თანაშემწეებს შეხვდნენ. ეს იყო პირველი ამ მასშტაბის მცდელობა, რომელიც მიზნად ისახავდა როგორც ომის დასრულებას, ისე ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის დაძაბული ურთიერთობების გაუმჯობესებას.
“მიზანია ამ კონფლიქტის დასრულება ისე, რომ ეს იყოს სამართლიანი, მდგრადი, გრძელვადიანი და მისაღები ყველა ჩართული მხარისთვის”, – განუცხადა რუბიომ ჟურნალისტებს, თუმცა ამ შეხვედრაზე არც უკრაინელი და არც ევროპელი ოფიციალური პირები არ იმყოფებოდნენ. რუბიომ განაცხადა, რომ ის “დარწმუნებულია,” რომ მოსკოვი მზად არის “სერიოზულ პროცესში” ჩაერთოს ომის დასასრულებლად.
ორივე მხარემ მოლაპარაკებების დაწყებამდე მოლოდინები შეარბილა და საუბარი შეაფასა, როგორც საწყისი ნაბიჯი, რომელიც შესაძლოა საფუძვლად დაედოს ამერიკის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და რუსეთის ლიდერ ვლადიმირ პუტინს შორის პირდაპირ მოლაპარაკებებს.
შეერთებული შტატების დელეგაციას სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ხელმძღვანელობდა. დელეგაციის წევრები ასევე იყვნენ ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი მაიკ უოლცი და ახლო აღმოსავლეთის საკითხებში სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი.
რუსეთის მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ საგარეო საქმეთა მინისტრი და პუტინის მთავარი მრჩეველი იური უშაკოვი.
უკრაინის ლიდერებმა განაცხადეს, რომ მათ არ მიუღიათ მონაწილეობა შეხვედრაში. უკრაინის პრეზიდენტი ოთხშაბათს უკრაინის საკითხებში ამერიკის სპეციალურ წარმომადგენელს, კიტ კელოგს, მოლაპარაკებებისთვის უმასპინძლებს.
ამერიკა-რუსეთის კონტაქტმა შეშფოთება გამოიწვია ევროპელ ლიდერებში, რომლებმაც ბოლო დღეებში ხაზი გაუსვეს იმას, რომ უკრაინა ჩართული უნდა იყოს მოლაპარაკებებში საკუთარი მომავლის შესახებ, და რომ ევროპულ ქვეყნებს უნდა ჰქონდეთ როლი ამ პროცესში, რასაც ისინი საკუთარი უსაფრთხოების საკვანძო საკითხად განიხილავენ.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ორშაბათს პარიზში გამართა შეხვედრა ევროპელი ლიდერების ჯგუფთან, სადაც განიხილეს თავდაცვის ხარჯების გაზრდის საკითხი და უკრაინისთვის შესაძლო უსაფრთხოების გარანტიები.
მიმდინარე მოლაპარაკებების ფარგლებში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია უკრაინაში სამშვიდობო ძალების განლაგების საკითხმა. ბრიტანეთმა და შვედეთმა მზადყოფნა გამოთქვეს ამ იდეის განსახილველად, მაშინ როდესაც გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ ეს განხილვა ნაადრევია.
„ჩვენ ვესწრაფვით მტკიცე და ხანგრძლივ მშვიდობას უკრაინაში. ამის მისაღწევად, რუსეთმა უნდა შეწყვიტოს აგრესია, ხოლო უკრაინელებისთვის ეს უნდა იყოს ძლიერი და სანდო უსაფრთხოების გარანტიებით გამყარებული“, – დაწერა მაკრონმა “X”-ზე.
საფრანგეთის ლიდერმა განაცხადა, რომ პარიზის შეხვედრის შემდეგ ის ესაუბრა ტრამპსა და ზელენსკის, და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, ევროპელებმა, ამერიკელებმა და უკრაინელებმა ერთად იმუშაონ.
ზელენსკიმ ხაზი გაუსვა „ძლიერი და საიმედო“ უსაფრთხოების გარანტიების აუცილებლობას და აღნიშნა, რომ ამის გარეშე რუსეთი უბრალოდ დაიწყებს ახალ ომს უკრაინის ან სხვა ევროპული ქვეყნების წინააღმდეგ.