რუბიო: -ს ს საწინააღმდეგოდ არც ისე ბევრი სანქცია დარჩა

ამერიკის შეერთებულ შტატებს სთვის ახალი სანქციების დაწესების შესაძლებლობა ეწურება. ამის შესახებ სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ ჟურნალისტებს განუცხადა „დიდი შვიდეულის“(G7) წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ. შეხვედრა 12 ნოემბერს კანადაში გაიმართა.
რუბიოს მედიისთვის გამართულ ბრიფინგზე ჰკითხეს, აპირებს თუ არა ში ომის გაგრძელების გამო რუსეთისთვის ახალი სანქციების დაწესებას, რასაც სახელმწიფო მდივანმა უპასუხა, რომ არც ისე ბევრი სანქცია დარჩათ.
მარკო რუბიოს თანახმად, შეერთებულმა შტატებმა სანქციებით დაარტყა რუსეთის უმსხვილეს ნავთობკომპანიებს, რასაც ვაშინგტონისგან ყველა ითხოვდა, ახლა საჭიროა აღსრულება და შედეგი გარკვეული დროის შემდეგ დადგება.
პრეზიდენტ ს ადმინისტრაციამ, რომელიც პრეზიდენტ ს ადმინისტრაციისგან განსხვავებით თავს იკავებდა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების პოლიტიკის გაგრძელებისგან იმ მოტივით, რომ ეს ხელს შეუშლიდა ში ომის დასრულებისკენ მიმართულ სამშვიდობო პროცესს, 22 ოქტომბერს სანქციები დაუწესა რუსეთის ორ უმსხვილეს ნავთობკომპანიას, „ლუკოილს“ და „როსნეფტს“ და მათ შვილობილ კომპანიებს.
12 ნოემბერს ჟურნალისტებმა სახელმწიფო მდივანს ჰკითხეს რუსეთის ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის შესახებაც. მარკო რუბიომ განაცხადა, რომ ამ ფლოტის წინააღმდეგ მოქმედი სანქციების დასაცავად ევროპელებმა უნდა იმოქმედონ, რადგან ეს მათთან უფრო ახლოს მდებარე რაიონებში ხდება.
ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის ტანკერებს რუსული ნავთობი გადააქვთ მოქმედი საერთაშორისო სანქციებისთვის გვერდის ავლით. ევროკავშირის მიერ სანქცირებულია რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ ნაწილად მიჩნეული, სხვადასხვა ქვეყნის დროშით მცურავი 550-ზე მეტი გემი.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – გახარიას მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება რეპრესიების გაგრძელებაა – რაც შეეხება სააკაშვილს, გასაკვირი არაა ერთ-ერთი პოლიტპატიმარი ასევე იყოს ციხეში, როცა ფაქტობრივად ყველა ოპოზიციონერი ლიდერი დაპატიმრებულია

გიორგი კახიანი – გაუგებარი იყო სააკაშვილის სამედიცინო დაწესებულებაში ყოფნა, როდესაც იგი სრულიად ჯანმრთელად გამოიყურებოდა – განცხადებები, რომ ეს დასჯის მცდელობაა, მოსალოდნელი იყო, სინამდვილეში, ის ხდება, რაც კანონითაა გათვალისწინებული