რუბიოს თქმით, ტრამპს უკრაინაში ომის არა დროებით შეჩერება, არამედ მისი დამთავრება სურს

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ -ს პრეზიდენტს დონალდ ტრამპს ში არა მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტაზე სურს შეთანხმების მიღწევა, არამედ ომის სრულად დამთავრებას ცდილობს
“ამჟამად მას ომის დამთავრება სურს. იგი მხოლოდ დროებით შეჩერებას არ ცდილობს. მას უნდა [ომის] დამთავრება და ეს რთული იქნება, და ეტაპობრივად მოხდება”. – თქვა რუბიომ.
აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ხაზი გაუსვა, რომ ტრამპმა იგივე გზავნილი რუსეთს პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს გადასცა, ხოლო იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება ამის მიღწევა, მან განაცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება შესაძლოა, ეტაპობრივად წარიმართოს.
“ამაზე შეთანხმება არ არის, მოლაპარაკებების ნაწილიც არ ყოფილა, მაგრამ უბრალოდ ვამბობ ამას – და შემდგომ დახმარების დერეფნების გახსნა და უზრუნველყოფა, რომ ორივე მხარე მიზანში არ იღებს ერთმანეთის ენერგოინფრასტრუქტურას. ასე რომ, ვნახავთ, როგორ განვითარდება მოვლენები”. – თქვა აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა.
ამასთანავე, რუბიოს აზრით, ტრამპი “ერთადერთია მსოფლიოში, რომელსაც შეუძლია მსგავსი რამ შეძლოს, თუმცა ეს გლობალური ძალისხმევა უნდა იყოს”. მისი თქმით, “ეს მხოლოდ ჩვენ, მხოლოდ ევროპა ან NATO არ არის. ვგულისხმობ, რომ მსოფლიოს ქვეყნებსაც მოუწევთ მონაწილეობის მიღება”.
ამასთანავე, მან ხაზი გაუსვა, რომ უკრაინა გრძელვადიანი უსაფრთხოების გარანტიებით ევროპამ უნდა უზრუნველყოს:
“ეს ევროპელებზე იქნება, რომ მზადყოფნა გამოხატონ და პასუხისმგებლობა აიღონ ამისთვის – მაგრამ მრავალი სენსიტიური საკითხია, რაზეც სალაპარაკოა: ტერიტორიული პრეტენზიები, შეიარაღებაზე კონტროლი და მსგავსი ბუნების საკითხები, ენისა და კულტურული საკითხები, ამ ყველაფერზე სამუშაო გვექნება”. – თქვა რუბიომ.
აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ “აშშ-ს უკრაინის გრძელვადიან დამოუკიდებლობაში ინტერესი ექნება”.
12 თებერვალს პიტ ჰეგსეთმა უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაზე რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებასთან დაკავშირებით ტრამპის ადმინისტრაციის გეგმა წარადგინა და განაცხადა, რომ “აშშ-ს აზრით, უკრაინისთვის NATO-ს წევრობა არ იქნება მოლაპარაკებით მიღწეული გარიგების რეალისტური შედეგი”, რა პოზიციაც მოგვიანებით დონალდ ტრამპმაც გაიზიარა, რომელმაც თქვა, რომ ჰეგსეთის მიერ გაკეთებული განცხადება სწორი იყო.
წყარო – ტაბულა

ასევე დაგაინტერესებთ

“საგარეო საქმეთა სამინისტროში დაწყებული რეორგანიზაცია მიზნად ისახავს 2024 წლის 28 ნოემბრის ერთობლივი განცხადების ხელმომწერი დიპლომატების თანამდებობიდან გათავისუფლებას ან დაქვეითებას”

ირაკლი კობახიძე – „დიფ სთეითი“ ევროკავშირის დაფინანსებას იყენებს საქართველოში რევოლუციური პროცესების წასახალისებლად, ამიტომ არავის უკვირს, რომ ევროკავშირის მიმართ ნდობა შემცირებულია

ირაკლი კობახიძე – გუშინ, პიკზე, 2 000 ადამიანი იყო გამოსული, რაც მობილიზაციის პირობებში არის სრული ფიასკო, რაც შეეხება შიმშილობას, მსოფლიოში პირველი პრეცედენტია, როცა ოპოზიციონერი შიმშილობს და მოთხოვნებს უყენებს ოპოზიციას