რუბიომ თურქეთთან და სომხეთთან სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების საკითხები განიხილა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს და სომხეთის პრემიერს ესაუბრა.
სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერ ტამი ბრიუსის თქმით, რუბიო თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ჰაკან ფიდანს უსაფრთხოებისა და ვაჭრობის ძირითად საკითხებზე თანამშრომლობის განსახილველად შეხვდა და სთხოვა მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიასა და უკრაინის მშვიდობისთვის.
მან ხაზი გაუსვა თურქეთის ლიდერობას ISIS-ის დამარცხების გლობალურ კოალიციაში და გაიმეორა მჭიდრო თანამშრომლობის აუცილებლობა სტაბილური, ერთიანი, მშვიდობიანი სირიის მხარდასაჭერად. მდივანმა ასევე აღნიშნა ბოლო წინსვლა ორმხრივ ვაჭრობაში და წაახალისა კიდევ უფრო დიდი ეკონომიკური პარტნიორობა.
ამავდროულად, მარკო რუბიომ შეშფოთება გამოთქვა თურქეთში ბოლოდროინდელ დაკავებებთან და საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით.
-ის სახელმწიფო მდივანი ტელეფონით ესაუბრა სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს და “განიხილეს საერთო ინტერესები, როგორც სტრატეგიულმა პარტნიორება”.
რუბიო მიესალმა აზერბაიჯანთან სამშვიდობო შეთანხმებას და ხაზი გაუსვა გრძელვადიანი მშვიდობის მნიშვნელობას რეგიონული კონფლიქტის ციკლის გასაწყვეტად და სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის მოსატანად.
“მდივანი და პრემიერ-მინისტრი შეთანხმდნენ, რომ სამხრეთ კავკასიაში ნებისმიერი ფორმის ესკალაცია მიუღებელია”, – აცხადებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი.