როცა ჩვენ ვახსენებთ უკრაინაში ცეცხლის შეწყეტის აუცილებლობას, რადიკალები ამას პრორუსულად გვთვლიან. ხოლო როცა იგივეს ამბობს ამერიკა, ევროპა ან ზელენსკი — ეს მათთვის სრულიად ნორმალურია

როცა ჩვენ ვახსენებთ უკრაინაში ცეცხლის შეწყეტის აუცილებლობას, რადიკალები ამას პრორუსულად გვთვლიან. ხოლო როცა იგივეს ამბობს ამერიკა, ევროპა ან ზელენსკი — ეს მათთვის სრულიად ნორმალურია
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი „ქართული ოცნებიდან“, ცოტნე ანანიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ როცა თავად უკრაინაში ცეცხლის შეწყეტის აუცილებლობაზე საუბრობენ, რადიკალები ამას პრორუსულად უთვლიან, ხოლო „როცა იგივეს ამბობს ამერიკა, ევროპა ან ზელენსკი — ეს მათთვის სრულიად ნორმალურია“.
მისივე თქმით, ოპოზიციისთვის მთავარია ”ოცნების” წევრს არ დაეთანხმონ. „როცა ჩვენ ვახსენებთ უკრაინაში ცეცხლის შეწყეტის აუცილებლობას (ადამიანების გადარჩენისთვის), რადიკალები ამას პრორუსულად გვთვლიან. ხოლო როცა იგივეს ამბობს ამერიკა, ევროპა ან ზელენსკი — ეს მათთვის სრულიად ნორმალურია. ეს თემაც ნათლად აჩვენებს: რაც არ უნდა თქვა, რადიკალები შინაარსში არ შედიან, არ იაზრებენ, არ კითხულობენ. მათთვის მთავარი არის,”ოცნების” წევრს არ დაეთანხმონ — თუნდაც დედამიწის სიმრგვალეზე“- წერს ანანიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში

ევროკავშირიც, ბრიტანეთიც და აშშ-ის ყოფილი ადმინისტრაციაც დაინტერესებულები იყვნენ, ომი არ დასრულებულიყო. დღეს ვინ იღებს პასუხისმგებლობას, რომ მილიონამდე უკრაინელია დაღუპული. რომ არ ჩაშლილიყო სტამბულის შეთანხმება, ეს ყველაფერი ხომ არ მოხდებოდა