“როცა პსჟ-ში გადავიდა, “კვარას” ეს ვუთხარი… მოედანს მიღმა საოცარი ადამიანია” – ვიქტორ ოსიმენი

“ნაპოლიდან” “გალათასარაიში” განათხოვრებულმა ვიქტორ ოსიმენმა, ჯონ ობი მიკელთან პოდკასტში ყოფილი თანაგუნდელის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.
ნიგერიელის თქმით, ქართველი შემტევი დიდ გუნდში გადასვლას იმსახურებდა.
“ხვიჩასთან შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს, მოედანს მიღმა საოცარი ადამიანია. მოედანზე კი, ყველამ ვიცით რისი გაკეთებაც შეუძლია. ვიცოდი, რომ ადრე თუ გვიან დიდ ნაბიჯს გადადგამდა და ეს აუცილებლად მოხდებოდა.
როცა “კვარა” პსჟ-ში გადავიდა, ვუთხარი: შენ ეს დაიმსახურე, ახლა კი წადი პარიზში და სიამოვნება მიიღე. ვიცი, რომ იქ გასაოცარ რაღაცებს გააკეთებ”. ხვიჩას შეუძლია უმაღლესი მწვერვალები დაიპყროს”, – განაცხადა ოსიმენმა მიკელთან
ინტერვიუში.
შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიამ და ვიქტორ ოსიმენმა 2022/2023 წლების სეზონში “ნაპოლის” ჩემპიონობაში უდიდესი წვლილი შეიტანეს.
მიუხედავად იმისა, რომ “გალათასარაის” ნიგერიელი ფორვარდის გამოსყიდვის უფლება არ აქვს, დიდი ალბათობით, ოსიმენი “ნაპოლიში” არ დაბრუნდება და კარიერას სხვა კლუბში სრულფასოვანი ტრანსფერით გააგრძელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში