“როცა მესი პსჟ-ში გადმოვიდა, მბაპემ ეჭვიანობა დაიწყო და ჩვენს შორის უთანხმოება მოხდა” – ნეიმარი

“ალ ჰილალის” ფეხბურთელმა ნეიმარმა, რომარიოსთან პოდკასტში პსჟ-ში გატარებული პერიოდი გაიხსენა.
მოგეხსენებათ, ბრაზილიელი დედაქალაქური კლუბის ღირსებას 2017/2023 წლებში იცავდა. ნეიმარის თქმით, მას შემდეგ რაც პსჟ-ში ლიონელ მესი გადავიდა, კილიან მბაპემ ეჭვიანობა დაიწყო.
“როცა მესი პსჟ-ში გადმოვიდა, ჩემი აზრით, მბაპემ ეჭვიანობა დაიწყო. ამის შემდეგ პატარა გაურკვევლობა მოგვივიდა და ვიკამათეთ. მასთან შესანიშნავი ურთიერთობა მქონდა და ოქროს ბიჭს ვეძახდი. მუდამ ვცდილობდი მის გვერდით ვყოფილიყავი და დავხმარებოდი. მესის გადმოსვლის შემდეგ კი ეჭვიანობა დაიწყო და მისი ხასიათიც შეიცვალა. თითქოს ჩემი სხვასთან ყოფნა არ სურდა. ამის შემდეგ
კი უთანხმოება მოხდა”, – გაიხსენა ნეიმარმა.
ბრაზილიელმა რომარიოსთან ინტერვიუში ასევე განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში საუდის არაბეთის პროლიგის დატოვებას არ აპირებს.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში