“როცა იდეოლოგია ლოთ პროპაგანდისტზე დგას და მოკავშირედ ივანიშვილი გყავს, უნდა მიხვდე, რომ ეს დასასრულია”– თავდგირიძე

დღეს რუსეთი არ არის მზად მშვიდობისათვის. იმპერიის დაშლის მშვიდობიანი გზის შანსი რუსებმა ვერ გამოიყენეს. ვა ბანკზე წავიდნენ და იმპერიის რეანიმირება სცადეს. წამოიწყეს ომი, რომელმაც იმპერიის დაშლის დროში გაწელვის ბოლო რესურსებიც შეჭამა. ამიტომ, როგორც კი რუსები გაბედავენ უკრაინაში ცეცხლი შეწყვიტონ, ომი გადავა რუსეთის ტერიტორიაზე. არა მგონია ეს არ ესმოდეს კრემლს. იმ შემთხვეავაშიც კი (ფანტასტიკის სფეროა, მაგრამ დავუშვათ), თუ უკრაინას დაამარცხებს და კიევს დაიკავებს, იმ წამიდან, როგორც კი მტერი უკრაინის სახით შეწყვეტს არსებობას, იმპერიის შიგნით დაიწყება ომი. დასკვნის სახით, რუსები მზად არ არიან მშვიდობისათვის. ნებისმიერი შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მათვის მომაკვდინებელია. რუსების ერთაერთი ხსნა, რუსეთის იმპერიის მოსკოვიად ტრანსფორმაციაშია, მაგრამ დღეს რუსებს არ ყავს ელიტა, რომელიც ამ მძიმე ტვირთს აიღებს თავის თავზე და თავს გაართმევს ამ მძიმე ამოცანას. დღეს ალიასკაზე გადაწყდება, რამდენი ხნით გადაავადებს პუტინი დიდ რუსულ სმუტას. პ.ს. როცა იმპერიას სათავეშე გაურკვეველი წარმოშობის უგვარო ბოგანო უდგას, ჯარებს ტუველი ხელმძღვანელობს, მთავარი დიპლომატი თბილისელი ცხენია, იდეოლოგია ლოთ პროპაგანდისტზე დგას და მოკავშირედ ივანიშვილი გყავს, უნდა მიხვდე, რომ ეს დასასრულია.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კახიშვილი: პენსია ადამიანს თვის დაახლოებით 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს. 6 ან 7 დღეს 30 დღიდან. და ეს იმ გაანგარიშებით, რომელშიც ბინის ქირა საერთოდ არ შედის. დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?

არასამთავრობოების განცხადება: მოვითხოვთ ხელისუფლებისგან დაუყოვნებლივ, ეფექტიან და სრულყოფილ რეაგირებას რუსთავის №6 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის, და მისი ოჯახის წევრების მიერ გავრცელებულ მძიმე განცხადებებზე