როცა ვხედავთ, ჩვენი პარტნიორი ბიზნესების წარმატებას, ეს ჩვენთვის განსაკუთრებული მოტივაციაა – ელენე დოლიძე, საქართველოს ბანკის ბრენდ მენეჯერი

მცირე და საშუალო ბიზნესი ქვეყნის ეკონომიკური ზრდისა და კეთილდღეობის მთავარ საყრდენად მიიჩნევა. სწორედ ამიტომ, მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს ქვეყანაში ბიზნესების განვითარებას, მათ ლოკალურ და რეგიონულ ბაზარზე მასშტაბირებას.
„საქართველოს ბანკი ბევრ საინტერესო ბიზნესთან პარტნიორობს. მეამაყება, რომ ჩვენი ბიზნესების პორტფოლიო მრავალფეროვანი და დინამიკურია, რომელიც მოიცავს ბიზნესების ფართო სპექტრს – მცირე სტარტაპებიდან დაწყებული მსხვილი საწარმოებით დამთავრებული“, – გვიყვება ელენე დოლიძე, საქართველოს ბანკის ბრენდ მენეჯერი მარკეტინგის გუნდში.
„ყოველდღიურად, ჩვენ თვალწინ შთამბეჭდავი ამბები ხდება – რამდენიმე წლის წინ დაარსებული, პატარა კომპანია სულ ახლახან საქართველოს საზღვრებს გარეთ გავიდა და ჩვენ ამის უშუალო მომსწრეები ვიყავით. ყოველი ასეთი წარმატების ისტორია კი გვაძლევს მოტივაციას, უფრო აქტიურად ვაკეთოთ ჩვენი საქმე“, – განმარტავს ის.
როგორც ელენე ამბობს, საქართველოს ბანკის მიზანია, მომხმარებელთან განსაკუთრებული, გრძელვადიანი კავშირი დაამყაროს. სწორედ ამიტომ, ბიზნესის გუნდი სხვადასხვა მიმართულებით, იქნება ეს პროდუქტების განვითარება, დამატებითი ღირებულების შექმნისკენ მიმართული პროექტები თუ სხვა, აქტიურად მუშაობს, რათა შექმნას ბიზნესების ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული ახალი სერვისები და პროდუქტები, განავითარონ არსებული შეთავაზებები და მისცენ მათ ზრდის შესაძლებლობა.
უფრო დეტალურად საკუთარი საქმიანობის შესახებ კი ელენე ინტერვიუში გაგვესაუბრა.
– რატომ არის მნიშვნელოვანი კერძო ფინანსური ინსტიტუტის მხრიდან მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდაჭერა?
ვფიქრობ, ბიზნესებსა და ფინანსურ ინსტიტუტებს სინერგიული, ურთიერთდამოკიდებული ურთიერთობა აკავშირებთ. საქართველოს ბანკთან პარტნიორობით კი, ბიზნესი იძენს წვდომას მნიშვნელოვან ფინანსურ და დამატებითი ღირებულების რესურსებზე.
აღსანიშნავია ისიც, რომ ბიზნესების წარმატება არა აბსტრაქტული, არამედ ძალიან კონკრეტული და გაზომვადია. როცა ვხედავთ, ჩვენი პარტნიორი ბიზნესების წარმატებას, ეს ჩვენთვის განსაკუთრებული მოტივაციისა და შთაგონების წყარო ხდება, რაც მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების გუნდთან ერთად გვაძლევს კიდევ უფრო მეტ ძალას, შევქმნათ მომხმარებლის/ბიზნესის საჭიროებებზე მორგებული სერვისები.
– რა არის თქვენი გუნდის და თქვენი მიმართულების მთავარი ღირებულება?
ვფიქრობ, ჩემი გუნდის მთავარი ღირებულება და გამაერთიანებელი ძალა საერთო სურვილია, საკუთარი წვლილი შევიტანოთ მცირე და საშუალო ბიზნესის გაძლიერებისა და ბიზნეს ლანდშაფტის განვითარების პროცესში.
ჩვენ ერთი მიზანი გვამოძრავებს, რომლის მისაღწევად დიდი მნიშვნელობა ენიჭება იმას, თუ ვისთან ერთად მუშაობ. ვთვლი, რომ საქართველოს ბანკის გუნდი არის ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი, შედეგებზე ორიენტირებული და დიდი ცოდნის მქონე ერთეული, რაც მეხმარება როგორც პიროვნულ ზრდაში და დასახული მიზნების მიღწევაში, ასევე მაძლევს მოტივაციას, გავაკეთო ჩემი მაქსიმუმი და უფრო მეტი გავაკეთოთ ბიზნესების ხელშეწყობისა და განვითარების პროცესში.
– როგორც ვიცით, საქართველოს ბანკი აქტიურად არის ჩართული მეწარმეების გაძლიერების პროცესში და ამ მიმართულებით არაერთ ინიციატივას ახორციელებთ. რომ მოგვიყვეთ თქვენი მხარდაჭერით განხორციელებული პროექტების შესახებ
ჩვენი გუნდი მუდმივად ცდილობს, შექმნას ბიზნესისთვის ზრდის და განვითარების შესაძლებლობები. სწორედ ამიტომ, აქტიურად ვმუშაობთ ბიზნეს განათლების მიმართულებით, რაც ეხმარება მათ აღმოაჩინონ მათთვის საინტერესო თემები, გაეცნონ ინდუსტრიის სიახლეებს და თანამედროვე მიდგომებს.
ბიზნესის განათლების მიმართულებით გამორჩეული პროექტია Businesscourse.ge – საგანმანათლებლო პლატფორმა, რომელიც განსხვავებულ თემებს აერთიანებს, მათ შორისაა: ფინანსები, მარკეტინგი, ადამიანური რესურსების მენეჯმენტი და სხვა. ამასთან, Businesscourse.ge მოიცავს სექტორულ კურსებსაც, იქნება ეს მეღვინეობა თუ აგრომეწარმეობა.
აღსანიშნავია, რომ დაარსების დღიდან ბიზნესკურსზე 42,000-ზე მეტი დარეგისტრირებული მომხმარებელია, მათთან ინტერაქციით და კომუნიკაციით კი ვცდილობთ, აღმოვაჩინოთ მათთვის საინტერესო და აქტუალური თემები. მაგალითად, ბოლო დროს განსაკუთრებული ინტერესი დაფიქსირდა ბიზნესში მდგრადი პრაქტიკების მიმართ, რაც ჩვენც გავითვალისწინეთ და სულ ახლახან შევქმენით ბიზნესკურსი – მდგრადი ეკონომიკა.

ასევე დაგაინტერესებთ