“როცა ენრიკე ამას აკეთებს, კვარაცხელია კარგად ვერასდროს თამაშობს” – ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი

ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი დანიელ რიოლო ევროპის სუპერთასზე პსჟ-სა და “ტოტენჰემის” შეხვედრას გამოეხმაურა.
RMC Sport-ის ჟურნალისტის აზრით, პსჟ-ს მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ სთან მიმართებით ერთი შეცდომა დაუშვა.
“ხვიჩა “ტოტენჰემთან” მატჩში შეტევის მარჯვენა ფლანგზე დააყენეს და მან შეხვედრა სრულად ჩააგდო.
“კვარა” ფიზიკურად არადამაკმაყოფილებელ ფორმაშია? ჩემი აზრით, პრობლემა ის იყო, რომ მარჯვნივ თამაშობდა. ენრიკე შეცდომას უშვებს, როცა ხვიჩას პოზიციას უცვლის. როცა კვარაცხელია მარჯვნივ თამაშობს, თავის საუკეთესო თვისებების გამოვლენას ვერასდროს ვერ ახერხებს”, – განაცხადა რიოლომ.
ცნობისთვის, პსჟ პირველი ფრანგული კლუბი გახდა, რომელმაც ევროპის სუპერთასი მოიგო.
გუგეშაშვილი კვლავ არ ათამაშეს, ჩოგაძე გააძევეს, ოდიშარია განაცხადში არ იყო
“ლუის ენრიკეს უკანალს ვუკოცნიდით” – ფრანგი ჟურნალისტი