როცა ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარი ხარ, საბჭოთა კომისარს არ უნდა დაემგვანო

როცა ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარი ხარ, საბჭოთა კომისარს არ უნდა დაემგვანო
“როცა ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარი ხარ, როგორც მინიმუმ საბჭოთა კომისარს არ უნდა დაემგვანო. ჯერ ერთი საკითხში უნდა ერკვეოდე, მერე რაღაც ფაქტები უნდა გქონდეს, მერე უნდა გააკეთო შეფასებებიც და დასკვნები, და ბოლოს იმაზეც უნდა დაფიქრდე რომ არავის არ დაუყენებიხარ იმის განმსაზღვრელად დემოკრატიულ საზოგადოებაში რისი ადგილი არის ან არ არის”.- ასე გამოეხმაურა ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის განცხადებას, რომლის თქმითაც, “ქართული ოცნების” მხრიდან პოლიტიკური მანიპულაციების, LGBTI ხალხისა და უფლებადამცველების შევიწროვების ადგილი დემოკრატიულ საზოგადოებაში არ არის”.
ექსპერტის თქმით, ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი, საბჭოთა კომისრებს არ უნდა დაემგვანოს, აი იმ კომისრებს, რომლებიც ვიღაცების დასმენის საფუძველზე, ფაქტების შემოწმების გარეშე, დასკვნებსაც აკეთებდნენ და განაჩენიც გამოჰქონდათ.
“როცა ქალბატონი კომისარი ხარ, თან ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარი, როგორც მინიმუმ საბჭოთა კომისარს არ უნდა დაემგვანო. ჯერ ერთი საკითხში უნდა ერკვეოდე, მერე რაღაც ფაქტები უნდა გქონდეს, მერე უნდა გააკეთო შეფასებებიც და დასკვნები, და ბოლოს იმაზეც უნდა დაფიქრდე რომ არავის არ დაუყენებიხარ იმის განმსაზღვრელად დემოკრატიულ საზოგადოებაში რისი ადგილი არის ან არ არის. ახლა კი ყველაზე მთავარი რას ეძახის პოლიტიკურ მანიპულაციას ქალბატონი კომისარი: იმას ხომ არა, რომ „ქართული ოცნება“ ამომრჩეველთა უმრავლესობის მიერ არჩეული მმართველი პარტია აყენებს საკანონმდებლო ინიციატივას „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ საქართველოს კონსტიტუციური კანონს”. ვფიქრობთ, არ იცის თუ ვერ ხვდება ქალბატონი კომისარი, რომ ეს ინიციატივა იმ ღირებულებების დაცვის აუცილებლობა წარმოშვა რაც აწუხებს ამ ქვეყნის მოქალაქეების დიდ უმრავლესობას, ხოლო რაც შეეხება LGBT თემის შევიწროების მისეულ ვერსიას, უმჯობესი იქნებოდა რაიმე კონკრეტული ფაქტები წარმოედგინა, წინააღმდეგ შემთხვევაში უფლებას ვიტოვებთ ვივარაუდოთ, რომ შევიწროებაში პროპაგანდა იგულისხმება, რაც ყოვლად მიუღებელია ჩვენი კულტურისა და ტრადიციებისათვის. არც საქართველოს ისტორიის გადახედვა იქნებოდა მისთვის ცუდი, მინიმუმ იმის გასარკვევად თუ რა დონეზეა ჩვენთან ტოლერანტობა და ადამიანების პატივისცემა საუკუნეების განმავლობაში. თავშივე ვთქვი ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი, საბჭოთა კომისრებს არ უნდა დაემგვანოს, აი იმ კომისრებს, რომლებიც ვიღაცების დასმენის საფუძველზე, ფაქტების შემოწმების გარეშე, დასკვნებსაც აკეთებდნენ და განაჩენიც გამოჰქონდათ!”- წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

დღეს ევროკავშირის გარკვეული ლიდერების კრიტიკის საგანი გახდა, რომ თურმე ჩვენ უნდა დაველოდოთ ეუთო/ოდირის დასკვნას – ოღონდ ეს ის ეუთო/ოდირია, რომლის რეალური დასკვნა საქართველოს პარლამენტის არჩევნებზე აღმოჩნდა, რომ საინტერესო არ ყოფილა თურმე და არ აქვს მნიშვნელობა ეუთომ რა თქვა

ორმაგ სტანდარტებზე კი არა, საკუთარ თავზე რომ ირგებენ ყველაფერს, მაგაზეა საუბარი – კანონპროექტების ეტაპზე დაელოდეთ სანამ ეუთო/ოდირი დასკვნებს მოგცემთო, როცა თვითონ არ აწყობთ, ეუთო/ოდირი არაფერს ნიშნავს

ევროკრატებისა და მათი ნაცმარიონეტების მრავალსტანდარტიანობა – არჩევნებზე ეუთო/ოდირის ობიექტური დასკვნა არ აინტერესებთ, ხოლო კანონმდებლობაზე თურმე ეუთო/ოდირს უნდა დაეკითხოს ხელისუფლება

რომ გვეუბნებიან, ეუთო/ოდირის მოსაზრებები გაითვალისწინეთ სანამ კანონებს მიიღებთო, რომელ ეუთო/ოდირზე გვეუბნებიან, რომლის დასკვნები არჩევნების შესახებ არაფრად ჩააგდეს? – უნდა შევახსენოთ, რომ მათ საქმე აქვთ დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფოს ხელისუფლებასთან