როსტოვის ოლქში ნავთობბაზა იწვის

ს როსტოვის ოლქში, ნავთობბაზა იწვის. ოლქის გუბერნატორი ვასილი გოლუბევი ამბობს, რომ ადგილობრივი დროით დაახლოებით ღამის 03:00 საათზე, 4 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. მისი თქმით, მონაცემები ზუსტდება და მსხვერპლი არ ყოფლა.
როსტოვის საინფორმაციო “ტელეგრამის არხები” იუწყებიან, რომ ნავთობის საცავი, რომელსაც სავარაუდოდ ღამით უკრაინულმა დრონებმა დაარტყეს, განაგრძობს წვას და კვამლი ნალექი ათეულ კილომეტრზეა გავრცელებული.
რუსული წყაროები ამბობენ, რომ იწვის საწვავის საცავი “როსრეზერვის” “ატლასის ქარხანა”. ნავთობის საცავი ეკუთვნის სახელმწიფო რეზერვების ფედერალურ სააგენტოს.
ამ ბაზას ცოტა ხნის წინ 3 აგვისტოს ღამეს უკრაინული დრონი დაესხა თავს, მაშინ ხანძარი სწრაფად ჩააქრეს. ბაზიდან უკრაინის ოკუპირებულ ლუგანსკის ოლქის საზღვრამდე დაახლოებით 30 კილომეტრია.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ბრიუსელი ვიზას წარმოაჩენს როგორც წყევლას, თითქოს წყევლა იყოს ვიზის აღება – ასე დაწყევლილები ვართ მაშინ ბრიტანეთისგან, ირლანდიისგან, აშშ-სგან! არის ვიზის საჭიროება? – ავიღებთ ვიზას