რონალდომ ახსნა, რატომ სჯობია საუდის არაბეთის ჩემპიონატი საფრანგეთის ლიგა 1-ს

“ალ ნასრის” პორტუგალიელ შემტევ კრიშტიანო რონალდოს ჰკითხეს, რომელი სჯობს, საუდის არაბეთის ჩემპიონატი თუ საფრანგეთის ლიგა 1.
ვეტერანმა ვარსკვლავმა განაცხადა, რომ ამ კითხვაზე პასუხი მარტივია და წინ უფრო საუდის არაბეთის ჩემპიონატს აყენებს.
“რა თქმა უნდა, საუდის არაბეთის ლიგა სჯობს ლიგა 1-ს. ეს მარტივი კითხვაა. საფრანგეთში მხოლოდ პსჟ-ია, დანარჩენი არაფერია”, – აქვეყნებს რონალდოს სიტყვებს Sport.es.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში