რონალდინიოს ურთიერთობა 72 წლის მსახიობთან აქვს და აბაზანაში შიშველს ფოტო მან გადაუღო? – ქალბატონმა გრასიელამ ამ ჭორებს პასუხი გასცა

ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი რონალდინიო 72 წლის არგენტინელ მსახიობ გრასიელა ალფანოს დაუკავშირეს. ქალბატონმა სასტუმრო Punta del Este-ს ფოიედან რონალდინიოსთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა, რამდენიმე წუთის შემდეგ კი ამავე სასტუმროს ერთ-ერთი ნომრის აბაზანაში შხაპის დროს გადაღებული ფოტოც ატვირთა.
გამომწერებში მაშინვე გაჩნდა ეჭვი, რომ ეს ფოტო რონალდინიომ გადაიღო და მას შესაძლოა, გრასიელასთან სექსუალური ურთიერთობა ჰქონოდა, რაც რამდენიმე დღის შემდეგ გადაცემა La noche de Mirtha-ში სტუმრობისას თავად ქალბატონმა უარყო.
ალფანომ აღნიშნა, რომ ეს ფოტო არა რონალდინიომ, არამედ სასტუმროში მომუშავე ერთ-ერთმა გოგონამ მისი თხოვნით გა
დაიღო და გაუჩოსთან რომანი არ აქვს.
გრასიელა განსაკუთრებით პოპულარული 1970-80-იან წლებში გახლდათ. ალფანო ასაკის მიუხედავად, სოციალურ ქსელში თავის მილიონზე მეტ გამომწერს თამამ კონტენტს ხშირად სთავაზობს.