“რომ ვუყურებ ჩემს ხალხს, გული მტკივა.. ჩემს მესიჯს სცენიდან ვიტყვი” – ნყცა ბუზალაძე ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე

ნუცა ბუზალაძე ამბობს ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზე ევროვიზიის სცენიდან გააკეთებს კომენტარს.

ნუცა პროექტის მეორე ეტაპზე გადავიდა, ის ფინალზე გამოსასვლელად იბრძოლებს.

“ვფიქ­რობ, რომ ჩემს პო­ზი­ცი­ას ბავ­შვო­ბი­დან ვამ­ტკი­ცებ იმ ყვე­ლაფ­რით, რაც გა­მი­კე­თე­ბია ცხოვ­რე­ბა­ში და ყვე­ლა ქვე­ყა­ნა­ში სა­დაც ჩავ­დი­ვარ, ყო­ველ­თვის ჩემი ქვეყ­ნის დრო­შა ფრი­ა­ლებს, ყველ­გან, არას­დროს სხვა ქვეყ­ნის სა­ხე­ლით მო­ნა­წი­ლე­ო­ბა არ­სად მი­მი­ღია, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ შე­მო­თა­ვა­ზე­ბე­ბი ბევ­რი იყო, მაგ­რამ ჩემი ქვე­ყა­ნა ისე მიყ­ვარს…. ისე­თი ადა­მი­ა­ნის ოჯა­ხი­დან ვარ, მა­მა­ჩე­მი ყვე­ლა ომში პირ­ველ ხაზ­ზე იბ­რძო­და და ეს მებ­რძო­ლი ხა­სი­ა­თი მე გა­მო­ყო­ლი­ლი მაქვს.

ჩემი სიმ­ღე­რაც მინ­დო­და ყო­ფი­ლი­ყო ჩვე­ნი ხალ­ხის და ქარ­თვე­ლი ქა­ლის ხა­სი­ა­თის წარ­მო­სა­ჩე­ნი. რა თქმა უნდა, ჩემი მე­სი­ჯი ნა­თე­ლია, ჩემი პო­ზი­ცი­აც მე ვთვლი, რომ ნა­თე­ლია, იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ სა­დაც გა­მოვ­დი­ვარ ახლა, ამ კონ­კურ­სზე.

რა თქმა უნდა, როცა ვუ­ყუ­რებ იმ კად­რებს რაც ხდე­ბა და რომ ვუ­ყუ­რებ ჩემს ხალ­ხს, გული მტკი­ვა და მარ­თლა ძა­ლი­ან გან­ვიც­დი ამ ყვე­ლა­ფერს… მაგ­რამ მე ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებ იმის­თვის, რომ 9 მა­ისს ჩემ­მა ხალ­ხმა ძა­ლი­ან ია­მა­ყოს, ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებ, რომ ცხრა მა­ისს შევ­ძლო და გა­ვა­ერ­თი­ა­ნო ჩვე­ნი სა­ქარ­თვე­ლო, რო­გორც ეს ხდე­ბო­და American Idol-ის დროს, ჩემს მე­სიჯს რა თქმა უნდა, სცე­ნი­დან ვი­ტყვი”

აი რა კომენტარი გააკეთა მომღერალმა ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზე.

ასევე დაგაინტერესებთ