რომც მოხდეს დღეს ჩამონგრეული შენობის რეკონსტრუქცია, სახლები აუცილებლად უნდა დაიცალოს და ის, რომ მოსახლეობა არ თანხმდება შენობის დაცლას უდიდესი პრობლემაა

რომც მოხდეს დღეს ჩამონგრეული შენობის რეკონსტრუქცია, სახლები აუცილებლად უნდა დაიცალოს და ის, რომ მოსახლეობა არ თანხმდება შენობის დაცლას უდიდესი პრობლემაა
რომც მოხდეს დღეს ჩამონგრეული შენობის რეკონსტრუქცია და მერიამ ვთქვათ გამონახოს ამ შენობის რეკონსტრუქციის სახსრები ის აუცილებლად უნდა დაიცალოს, სხვანაირად არ შეიძლება. რაც კალაძემ ბრძანა, რომ მოსახლეობა არ თანხმდება, ეს უდიდესი პრობლემაა,- ამის შესახებ არქიტექტორმა, ირაკლი როსტომაშვილმა, განაცხადა გადაცემაში „პირველი ხაზი“, სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ უბედურ შემთხვევაზე საუბრისას.
ირაკლი როსტომაშვილის განცხადებით, ისტორიულ ზონებში, მსგავს შენობებში, არის მე-3 და მე-4 კატეგორიის ავარიული სახლები და მათზე ვრცელდება საკუთრების უფლება, შესაბამისად მესაკუთრეების ნებართვის გარეშე სამუშაოებს ვერც მერია და ვერ ინვესტორი ვერ აწარმოებს. „სხვათა შორის, ნიკო კახეთელიძემ ილაპარაკა ამ თემაზე და მე ვთვლი, რომ ნიკო კახეთელიძის მსგავსი ამ სფეროს მცოდნე ხელზე ჩამოსათვლელია. აქ არის მეორე საკითხი, საკრებულოში კანონი მისაღებია. წარმოიდგინეთ, როგორაა ისტორიულ ზონებში მსგავს შენობებში არის ავარიული სახლები მე-3, მე-4 კატეგორიის და ცხადია, უფლებრივი საკუთრებაა, მათი ნებართვის გარეშე იქ სამუშაოებს ვერც მერია, ვერც ინვესტორი ვერ აწარმოებს“,- განაცხადა ირაკლი როსტომაშვილმა.
Previous: უკრაინის ეროვნული ერთობის სამინისტრო, რომელსაც ვიცე-პრემიერი ალექსეი ჩერნიშევი ხელმძღვანელობს, კორუფციული სკანდალის გამო, შესაძლოა, გააუქმონ

ასევე დაგაინტერესებთ

ეკონომიკური ზრდა ნიშნავს კიდევ უფრო მეტად გაზრდილ ბიუჯეტს, რაც თავისთავად უზრუნველყოფს სოციალურ საჭიროებებსა და სოციალურ პროგრამებზე მეტი თანხების აკუმულირებას და ჩვენი მოქალაქეების უკეთეს სოციალურ უზრუნველყოფას

ვატო შაქარიშვილი: როგორ არ უნდა გესმოდეს ამ დღის შინაარსი, რომ გერმანიის ელჩს, 9 აპრილის მემორიალთან ტაშით შეეგებო. ეს იგივეა, რაც 37 წლის წინ, ნიჩბებით შეიარაღებულ საბჭოთა ჯარისკაცზე ტაშის დაკვრა, სამარცხვინოა, რასაც უკვე წლებია ყოველ 9 აპრილს რუსთაველზე ვუყურებთ – ეს უნდა დასრულდეს