რომის პაპმა უკრაინელებს და რუსებს „ძმები“ უწოდა

რომის პაპმა ფრანცისკემ მსოფლიოს მშვიდობისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა. ამჯერად – კუნძულ კორსიკიდან, სადაც 15 დეკემბერს იმყოფებოდა.
ვატიკანის ინფორმაციით, პაპმა ილოცა მშვიდობისთვის პალესტინაში, ისრაელში, ლიბანში, სირიაში, მთელ ახლო აღმოსავლეთსა და მიანმარში.
ვატიკანის ცნობითვე, რომის პაპმა ღვთისმშობელს შესთხოვა ნანატრი მშვიდობა უკრაინელი და რუსი ხალხებისთვის, რომლებსაც უწოდა „ძმები, ბიძაშვილები“.
„დაე, ისინი ურთიერთგაგებამდე მივიდნენ. ომი ყოველთვის მარცხია“, – მოჰყავს ვატიკანს რომის პაპ ფრანცისკეს სიტყვები.
უკრაინაში მკვეთრად უარყოფით რეაქციებს იწვევს მოსაზრება უკრაინელებისა და რუსების „ძმობის“ შესახებ, რადგან მათი „ისტორიული ერთიანობა“ კრემლის პროპაგანდისტული იდეოლოგიაა.
2024 წლის მარტში კიევისგან უარყოფითი რეაქცია მოჰყვა რომის პაპ ფრანციკეს განცხადებას, რომ უკრაინამ ახალი მსხვერპლის თავიდან ასაცილებლად „თეთრი დროშის გამბედაობა” უნდა გამოიჩინოს.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – ღარიბაშვილი პოლიტიკური გვამია, რაც ბიძინამ მშვენივრად იცის – არ ვამბობ, რომ ეპისტოლარულ ჟანრში გადანაცვლება ივანიშვილის ინიცირებული იყო, მაგრამ ახლა ეს უკვე მისი თამაშია, საჭირო მომენტში კობახიძის წინააღმდეგ

თამარ ბუჩუკური: მიშისტების მიტინგიაო ამბობენ. რეალურად საქართველოისტები უნდა შევიკრიბოთ. ვისაც არ მოგწონთ მიშა, თქვენც უნდა იყოთ, მიშას გამო კი არა, თქვენს გამო – მხოლოდ ამ ქვეყნის ევროპული მომავლის გამო