რომის პაპმა ლეონ XIV-მ შვიდი პირი შერაცხად წმინდანად – მათ შორის ერთ დროს სატანისტი მღვდელი

ვატიკანში, 19 ოქტომბერს ს ლეონ XIV-ის მიერ მოხდა შვიდი პირის წმინდანად კანონიზება: ესენი არიან თურქეთში დაღუპულ სომეხი კათოლიკე მთავარეპისკოპოსი, ყოფილი სატანისტი მღვდელი, პაპუა-ახალი გვინეელი რჯულის მასწავლებელი – საერო პირი, ვენესუელელი „ღარიბების ექიმი“ და სამი მონაზონი.

იგნატიუს მალოიანი სომეხი კათოლიკე სასულიერო პირი, ოსმალეთში, მარდინის მთავარეპისკოპოსი იყო, რომელიც ისლამის მიღებაზე არაერთგზის უარის შემდეგ აწამეს და მოკლეს 1915 წელს სომეხთა მასობრივი ხოცვა-ჟლეტის დროს.
ყოფილი სატანისტი მღვდელი ბარტოლო ლონგო, იტალიელი იურისტი იყო. დაიბადა 1841 წელს და გარდაცვალა 1926 წელს. ის თავის დროზე სატანისტური კულტის მსახური იყო და შემდეგ კვლავ შეუერთდა კათოლიციზმს, დააარსა პომპეის როზარის წმინდა ღვთისმშობლის პაპის სალოცავი.
„დღეს ჩვენს წინაშე შვიდი მოწმეა, ახალი წმინდანები, რომლებმაც ღვთის წყალობით რწმენის ლამპარი ანთებული შეინარჩუნეს“, – განუცხადა ლეონმა შეკრებილებს, დაახლოებით 70 000 ადამიანს.

19 ოქტომბერს კათოლიკური ეკლესიის მიერ წმინდანებად შერაცხილთა შორის იყვნენ პიტერ ტო როტი, მერჯულე საერო პირი, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს იაპონიის ოკუპაციის დროს დაიღუპა, ექიმი – ვენესუელელი ხოსე გრეგორიო ერნანდეს სისნეროსი, ასევე სამი მონაზონი: მათგან ერთი პირველი სამხრეთამერიკელი ქალი წმინდანი ვენესუელიდან და ორი იტალიელი მონაზონი, რომლებიც საავადმყოფოებში ავადმყოფებისთვის ზრუნავდნენ.

კათოლიკურ ეკლესიაში წმინდანად შერაცხვა ამ გზაზე მიმავალი ბოლო ნაბიჯია. საჭიროა სამი პირობა – ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ შესაბამისმა პირმა სულ მცირე ორი სასწაული მოახდინოს. ის მინიმუმ ხუთი წლის წინ უნდა იყოს გარდაცვლილი და სამაგალითო ქრისტიანული ცხოვრება უნდა ჰქონდეს გავლილი.

ფორუმი