რომის პაპმა ერთნაირსქესიანი წყვილების ქორწინების დალოცვა დაუშვა

რომის პაპმა, ფრანცისკემ მღვდლებისთვის ერთნაირსქესიანი წყვილების ქორწინების დალოცვა დაშვებულად ცნო. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური პრესა აქვეყნებს.
კათოლიკური ეკლესიის ლიდერმა აღნიშნა, რომ ერთნაირსქესიანთა ქორწინება გარკვეულ პირობებში დაშვებული იქნება თუმცა ვატიკანმა განმარტა, რომ დალოცვა არ უნდა იყოს ეკლესიის ჩვეული რიტუალების ნაწილი ან დაკავშირებული სამოქალაქო ქორწინებებთან.
მან ასევე დასძინა, რომ ქორწინებას კვლავ განიხილავს ქალსა და კაცს შორის.
რომის პაპმა ფრანცისკემ ვატიკანის მიერ გაცემული დოკუმენტი დღეს, 18 დეკემბერს დაამტკიცა. როგორც აღნიშნავს, ეს უნდა იყოს ნიშანი იმისა, რომ „ღმერთი მიესალმება ყველას“, მაგრამ დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ მღვდლებმა გადაწყვეტილება კონკრეტული შემთხვევების მიხედვით უნდა მიიღონ.
კარდინალმა ვიქტორ მანუელ ფერნანდესმა განაცხადა, რომ ახალი დეკლარაცია ერთგული რჩება ეკლესიის ტრადიციული დოქტრინისა ქორწინების შესახებ, თუმცა ახალი მითითებები მღვდლებს საშუალებას მისცემს, დალოცონ ურთიერთობები, რომლებიც ჯერ კიდევ “ცოდვად” არის მიჩნეული.

ასევე დაგაინტერესებთ

დონალდ ტრამპი – ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა თანხმობა განაცხადა, რომ რუსული ნავთობის ყიდვას შეწყვეტს და უფრო მეტს შეიძენს აშშ-სგან – ეს უკრაინაში მიმდინარე ომის დასრულებას ხელს შეუწყობს