რომის პაპი – ჩვენი გული ბეთლემშია, სადაც მშვიდობის პრინცი კვლავ უარყოფილია ომის ამაო ლოგიკით

რომის პაპმა ფრანცისკემ ს წმინდა პეტრეს ტაძარში საშობაო წირვის დროს წმინდა მიწაზე, სადაც ამჟამად -ჰამასის კონფლიქტი მიმდინარეობს, მშვიდობის დამყარების აუცილებლობაზე ისაუბრა.
მისი თქმით, იესოს მშვიდობის გზავნილი ომის ამაო ლოგიკამ ჩაახშო სწორედ იმ მიწაზე, სადაც ის დაიბადა.
„ამაღამ ჩვენი გული ბეთლემშია, სადაც მშვიდობის პრინცი კვლავ უარყოფილია ომის ამაო ლოგიკით, შეიარაღებული კონფლიქტებით, რომლებიც დღესაც ხელს უშლის მას მსოფლიოში ადგილის პოვნაში“, – აღნიშნა რომის პაპმა.
ცნობისთვის, რომის პაპმა ფრანცისკემ არაერთი მიმართვა გააკეთა ღაზაში მძვინვარე კონფლიქტში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ და „ჰამასის“ მიერ გატაცებული, ღაზაში მყოფი მძევლების გათავისუფლების მოწოდებით გამოვიდა.