რომის პაპი – ღაზაში უიარაღო მშვიდობიანი მოქალაქეები ბომბების სამიზნეები არიან – ვილოცოთ მშვიდობისთვის

კვლავ ძალიან სერიოზულ და სამწუხარო ამბებს ვიღებ ღაზის შესახებ, უიარაღო მშვიდობიანი მოქალაქეები ბომბების და სროლის სამიზნეები არიან, – ამის შესახებ რომის პაპმა ფრანცისკემ განაცხადა, რომელიც ღაზაში, წმინდა ოჯახის სამრევლოს შეფარებული დედა-შვილის მკვლელობას გამოეხმაურა.
„უიარაღო მშვიდობიანი მოქალაქეები ბომბების და სროლის სამიზნეები არიან და ეს მოხდა წმინდა ოჯახის სამრევლო კომპლექსშიც კი, სადაც იმყოფებიან არა ტერორისტები, არამედ ოჯახები, ბავშვები, ავადმყოფები და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანები, დები“, – აღნიშნა რომის პაპმა.
მან მრევლს მოუწოდა, ილოცონ იმისთვის, რომ ომი დასრულდეს და მშვიდობამ დაისადგუროს.
„ზოგი ამბობს: „ეს არის ტერორიზმი და ომი“. დიახ, ეს არის ომი, ეს არის ტერორიზმი. ამიტომაც წმინდა წერილში ნათქვამია, რომ “ღმერთი უსვამს ომს წერტილს“, მოდით, ვილოცოთ უფლის მიმართ მშვიდობისთვის”, – აღნიშნა რომის პაპმა.
ცნობისათვის, იერუსალიმის ლათინურმა საპატრიარქომ, რომელიც ზედამხედველობს კათოლიკურ ეკლესიებს კვიპროსის, იორდანიის, ს, ღაზასა და პალესტინის ტერიტორიებზე, შაბათს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ისრაელის თავდაცვის ძალების სნაიპერმა დედა-შვილი მოკლა, რომელიც ღაზას წმინდა ოჯახის სამრევლოს აფარებდა თავს.

ასევე დაგაინტერესებთ