რომის პაპი ფრანცისკე საომარი მოქმედებების ზონებში ადამიანის უფლებების დაცვის მოწოდებით გამოვიდა

ფრანცისკე საომარი მოქმედებების ზონებში ადამიანის უფლებების დაცვის მოწოდებით გამოდის.
ამის შესახებ მან საკვირაო ქადაგებისას განაცხადა.
„როდესაც შობა ახლოვდება, შევძლებთ ჩვენ, უფლის დახმარებით, მშვიდობისკენ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას. ჩვენ ვიცით, რომ ეს არ არის მარტივი. ზოგიერთ კონფლიქტს ღრმა ისტორიული ფესვები აქვს, თუმცა გვყავს ასევე, მაგალითად, ქალები და კაცები, რომლებიც სიბრძნით და მოთმინებით მუშაობდნენ მშვიდობიანი თანაცხოვრებისთვის. მოდით, მივბაძოთ მათ მაგალითს, მოდით, მივმართოთ ჩვენი ძალისხმევა კონფლიქტების მიზეზების აღმოფხვრისკენ. რაც შეეხება ადამიანის უფლებებს, დაე, იყოს დაცული სამოქალაქო მოსახლეობა, საავადმყოფოები და სალოცავი ადგილები, მძევლები გათავისუფლებული და ჰუმანიტარული დახმარება უზრუნველყოფილი. მოდით, არ დაგვავიწყდეს ნატანჯი , პალესტინა, “, – განაცხადა რომის პაპმა.

ასევე დაგაინტერესებთ