რომის პაპი – უკრაინასა და ახლო აღმოსავლეთში ომების დასასრულებლად ყველა ღონე უნდა ვიხმაროთ – მოდით, ამისთვის ვილოცოთ

სა და ახლო აღმოსავლეთში ომების დასასრულებლად ყველა ღონე უნდა ვიხმაროთ, – ამის შესახებ რომის პაპმა ფრანცისკემ განაცხადა.
„არასდროს უნდა დაგვავიწყდეს, რომ ომი ყოველთვის დამარცხებას ნიშნავს, ჩვენ ომის გაგრძელება არ შეგვიძლია. შუამავლობისთვის და ომის დასასრულებლად მოლაპარაკებებისთვის ყველა ღონე უნდა ვიხმაროთ. მოდით, ამისთვის ვილოცოთ“, – განაცხადა რომის პაპმა.
ცნობისთვის, მიმდინარე თვის დასაწყისში რომის პაპმა ფრანცისკემ განაცხადა, რომ უკრაინამ „თეთრი დროშის“ გამბედაობა უნდა გამოიჩინოს და რუსეთთან მოლაპარაკებები დაიწყოს. მოგვიანებით, ს სახელმწიფო მდივანმა, კარდინალმა პიეტრო პაროლინმა ს მიერ გაკეთებული განცხადება განმარტა და აღნიშნა, რომ ცეცხლი პირველ რიგში რუსეთმა უნდა შეწყვიტოს.

ასევე დაგაინტერესებთ