რომის პაპი: “უამრავი ადამიანისთვის პატრიარქი იყო ხმა შერიგებისა, დაუღალავი შემოქმედი ერთობისა”

რო­მის პაპი ლეონ XIV სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქის, ილია მე­ო­რის გარ­დაც­ვა­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით მიტ­რო­პო­ლიტ ში­ო­სა და სა­ქარ­თვე­ლოს მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ის წმინ­და სი­ნოდს სამ­ძიმ­რის წე­რილს უგ­ზავ­ნის.

რო­გორც რომი პა­პის წე­რილ­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნის­თვის პატ­რი­არ­ქი იყო ხმა შე­რი­გე­ბი­სა, და­უ­ღა­ლა­ვი შე­მოქ­მე­დი ერ­თო­ბი­სა.

“დიდი გუ­ლის­ტკი­ვი­ლით შე­ვი­ტყვე ცნო­ბა მისი უწ­მინ­დე­სო­ბის და უნე­ტა­რე­სო­ბის, სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქის, ილია II-ის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შე­სა­ხებ. გა­მოვ­თქვამ ჩემს გულ­წრფელ სამ­ძი­მარს და ვუ­დას­ტუ­რებ თქვენს მა­ღალ ყოვ­ლად უსამ­ღვდე­ლო­ე­სო­ბას ჩემს ძმურ თა­ნად­გო­მას. თქვე­ნი ერი­სათ­ვის ამ მწუ­ხა­რე ჟამს, გი­ერ­თდე­ბით ლოც­ვა­ში და თქვენ­თან ერ­თად მად­ლი­ე­რე­ბით ვიხ­სე­ნებ მწყემსსა და მა­მას, რო­მე­ლიც მრა­ვა­ლი წლის მან­ძილ­ზე წინ მი­გი­ძღო­დათ სი­კე­თით, სიბ­რძნით და სა­ხა­რე­ბი­სე­უ­ლი ძლი­ე­რე­ბით.

თა­ვი­სი ხან­გრძლი­ვი ცხოვ­რე­ბის მან­ძილ­ზე, პატ­რი­არ­ქი ილია II გახ­ლდათ ღვთის­მო­სა­ვი მოწ­მე მკვდრე­თით აღ­მდგა­რი უფ­ლის რწმე­ნი­სა. იგი თა­ვი­სი მსა­ხუ­რე­ბით გვერ­დში ედგა ქარ­თველ ხალ­ხს ძნელ­ბე­დო­ბი­სა და ძი­რე­უ­ლი ეპო­ქა­ლუ­რი ცვლი­ლე­ბე­ბის პე­რი­ოდ­ში, სიყ­ვა­რუ­ლით მფარ­ვე­ლობ­და ტრა­დი­ცი­ებ­სა და იმე­დით აღავ­სებ­და ადა­მი­ან­თა გუ­ლებს და მთელ სა­ზო­გა­დო­ე­ბას.

მსურს გან­სა­კუთ­რე­ბით აღ­ვნიშ­ნო მისი სიყ­ვა­რუ­ლი მუ­სი­კი­სად­მი, რო­მე­ლიც წარ­მოგ­ვი­ჩენს უფ­ლი­სე­ულ მშვე­ნი­ე­რე­ბას და რო­მელ­საც ძა­ლუძს გა­ა­ერ­თი­ა­ნოს ხალ­ხე­ბი, და­ა­ახ­ლო­ოს ეკ­ლე­სი­ე­ბი, მი­უ­ხე­და­ვად მათი კულ­ტუ­რუ­ლი და თე­ო­ლო­გი­უ­რი გან­სხვა­ვე­ბე­ბი­სა.

უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნის­თვის პატ­რი­არ­ქი ილია II იყო ხმა შე­რი­გე­ბი­სა, და­უ­ღა­ლა­ვი შე­მოქ­მე­დი ერ­თო­ბი­სა. იგი გულ­თბი­ლი და ძმუ­რი სუ­ლის­კვე­თე­ბით შეხ­ვდა ჩემს ორ წი­ნა­მორ­ბედს – წმინ­და იო­ა­ნე პავ­ლე მე­ო­რეს და პაპ ფრან­ცის­კეს.

და ახლა, როცა უფალს ან­დობთ ამ ერ­თგულ მსა­ხურს, კვლა­ვაც ჩაგ­ვეს­მის პავ­ლე მო­ცი­ქუ­ლის სი­ტყვე­ბი, დას­ტუ­რად იმი­სა, რომ იე­სოს აღ­დგო­მა ჩვე­ნი რწმე­ნის სა­ფუძ­ვე­ლი და იმე­დის წყა­როა, რად­გან, თუ იესო არ აღ­მდგა­რა, ჩვე­ნი რწმე­ნაც ფუჭი ყო­ფი­ლა (შდრ, 1 კორ 15:14). ამი­ტო­მაც, მწყემ­სის სიკ­ვდილ­მა გუ­ლე­ბი სა­სო­წარ­კვე­თით კი არა, იმის რწმე­ნით უნდა აგ­ვივ­სოს, რომ სი­ცო­ცხლე არ ჰქ­რე­ბა, არა­მედ გარ­და­იქ­მნე­ბა.

ამ გრძნო­ბე­ბით აღ­სავ­სე, ჩემს ძმურ სი­ახ­ლო­ვეს ვუ­დას­ტუ­რებ თქვენს მა­ღალ ყოვ­ლად უსამ­ღვდე­ლო­ე­სო­ბას, რო­მელ­საც თა­ნა­მო­საყ­დრე­ო­ბის მძი­მე ტვირ­თი აკის­რია. დაე, უფალ­მა მოგ­მად­ლოთ სი­ნათ­ლე, სიბ­რძნე და ძალა, რათა თქვენც იმგვა­რი­ვე მწყემ­სი­სე­უ­ლი სიყ­ვა­რუ­ლით წა­რუ­ძღვეთ სა­ქარ­თვე­ლოს მარ­თლმა­დი­დე­ბელ ეკ­ლე­სი­ას, რო­გო­რი­თაც გარ­დაც­ვლი­ლი პატ­რი­არ­ქი მი­უ­ძღო­და.

შევ­თხოვ ყოვ­ლად წმინ­და ღვთის­მშო­ბელს, ნუ­გე­ში­სა და სიყ­ვა­რუ­ლის მო­სას­ხა­მით და­ი­ფა­როს თქვე­ნი მა­ღა­ლი ყოვ­ლად უსამ­ღვდე­ლო­ე­სო­ბა, წმინ­და სი­ნო­დი და მთე­ლი ქარ­თვე­ლი ერი“, – ნათ­ქვა­მია წე­რილ­ში, რო­მელ­საც კა­თო­ლი­კე ეკ­ლე­სი­ის სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტო ავ­რცე­ლებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ელენე ხოშტარია: ქართული ეკლესია, მისი ავტოკეფალიით, ქართული ენის შენარჩუნებით, ეროვნული თვითმყოფადობის გადარჩენისთვის ბრძოლით – რუსეთთან დაპირისპირების წინა ხაზზე იყო ყოველთვის. მსხვერპლიც ბევრი გაიღო, ბევრიც იბრძოლა