რომის პაპი – დაე, მშვიდობამ დაისადგუროს ისრაელსა და პალესტინაში – გთხოვთ, შეწყდეს სამხედრო ოპერაციები, რომლის საზარელი მოსავალი უდანაშაულო მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლია

რომის პაპმა, ფრანცისკემ საშობაო მიმართვის დროს მსოფლიოში კონფლიქტების დასრულების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
რომის პაპმა, ს წმინდა პეტრეს ბაზილიკაში შეკრებილ ათასობით ადამიანთან საუბრისას აღნიშნა, რომ უნდა შეწყდეს კონფლიქტები, პოლიტიკური, სოციალური თუ სამხედრო კონფლიქტები ქვეყნებში, მათ შორის ში, სირიაში, იემენში, ლიბანში, სომხეთსა და აზერბაიჯანში.
„რამდენ უდანაშაულოს ხოცავენ ჩვენს სამყაროში! დაე, მშვიდობამ დაისადგუროს ისრაელსა და პალესტინაში, სადაც ომი ანგრევს ამ ხალხების სიცოცხლეს. გულში ვიკრავ მათ ყველას, განსაკუთრებით ღაზასა და მთელი წმინდა მიწის ქრისტიანულ თემებს. გთხოვთ, შეწყდეს სამხედრო ოპერაციები, რომლის საზარელი მოსავალი უდანაშაულო მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლია და მოგიწოდებთ ჰუმანიტარული დახმარების გაწევის გზით ჰუმანიტარული სიტუაციის გადაწყვეტისკენ“, – აღნიშნა რომის პაპმა.

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: ომი ჩვენს დავიწყეთო… ამის მთქმელთან მკვლელი რომ შევარდეს სახლში და ყაჩაღი, რას ეტყვის, მობრძანდი, ბატონო, აი, იმ კარადის უკან ჩემი შვილია დამალული და იმის მოკვლა არ დაგავიწყდესო? თუ სამშობლო სხვა რამეა?

შალვა პაპუაშვილი – მთავარი, რამაც ომების მუდმივი ქაოსის მოჯადოებული წრე გაგვარღვევინა ისაა, რომ მტრებს ხელისუფლებაში, არა ფოჩიან კანფეტს დახარბებული აქტივისტები, არამედ საქართველოს პატრიოტები დახვდნენ – მშვიდობისთვის ომი ჯერ კიდევ მოსაგებია