რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიაზე, ვატიკანმა პროტოკოლი დაარღვია და ზელენსკის პირველი რიგის ადგილი მისცა – The Telegraph

ვატიკანმა პროტოკოლი დაარღვია, რომ ზელენსკი ტრამპთან და მაკრონთან ერთად, წინა რიგში მდგარიყო – წერს The Telegraph.
პროტოკოლის თანახმად, მსოფლიო ლიდერები ფრანგული ენის ანბანური თანმიმდევრობით, თავიანთი ქვეყნის სახელწოდების მიხედვით უნდა დასხდნენ. უკრაინის პრეზიდენტის რანგში წესით მესამე რიგში, ან უფრო უკან უნდა მჯდარიყო, თუმცა ის ს დაკრძალვის ცერემონიაზე, წინა რიგში იმყოფებოდა.
“როგორც ჩანს, ვატიკანმა სპეციალური ღონისძიებები გაატარა იმისათვის, რომ ზელენსკისთვის მნიშვნელოვანი ადგილი მიენიჭებინა ცერემონიაზე, სადაც მსოფლიო ლიდერები ფრანგული ენის ანბანური თანმიმდევრობით უნდა მსხდარიყვნენ თავიანთი ქვეყნების სახელწოდების მიხედვით.” – წერს გამოცემა
გამოცემა წერს, რომ ზელენსკისა და ტრამპს შორის იმყოფებოდნენ ინდოეთის, უნგრეთის, გაბონის პრეზიდენტები, ასევე საფრანგეთის პრეზიდენტი და მისი მეუღლე, ასევე ფინეთის პრეზიდენტი ალექსანდრ სტუბი.
წყარო: mtavari.tv