ბოლო წლებში ინვესტიციების სანაცვლოდ მოქალაქეობის მიღება საკმაოდ პოპულარული გახდა. არაერთი მდიდარი ადამიანი იყენებს ამ სქემას და სარგებელს ნახულობენ ქვეყნებიც, რომლებიც მსგავს სისტემას ინვესტორების მოსაზიდად და ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალის გასაზრდელად იყენებენ. მათ შესახებ სტატისტიკას Global Residence Index-ი აქვეყნებს.
თავად CBI პროგრამა გულისხმობს ადამიანისთვის მოქალაქეობის მინიჭებას, თუ ისინი ადგილობრივ ბიზნესში, უძრავ ქონებაში ან სახელმწიფო ბონდებში მნიშვნელოვან ინვესტიციის განახორციელებენ.
მნიშვნელოვან ინვესტიციად CBI სქემის მქონე ყველა ქვეყანა სხვადასხვა თანხას მიიჩნევს. მაგალითისთვის, თუ დომინიკის რესპუბლიკაში მოქალაქეობის მიღება უძრავ ქონებაში $300,000 დოლარის ჩადებით არის შესაძლებელი, იტალიური “ოქროს ვიზა” მხოლოდ იმ შემთხვევაში გადმოგეცემათ, თუ ქველმოქმედებაში €1 მილიონზე მეტს დახარჯავთ.
ჩამონათვალშია საქართველოს მეზობელი თურქეთიც, სადაც მოქალაქეობის მიღებას უძრავ ქონებაში $400,000-ის ჩადებით შეძლებთ.
საერთო სიის ათეული კი ასე გამოიყურება:
· გრენადა – $200,000 დოლარის ინვესტირება სახელმწიფო ბონდებში ან უძრავ ქონებაში
· სენტ კისტი და ნევისი – $250,000 დოლარის დონაცია ბიუჯეტში ან $325,000 დოლარის ჩადება უძრავ ქონებაში
· ანტიგუა და ბარბუდა – $230,000-ს ინვესტირება სახელმწიფო ბონდებში ან $300,000 დოლარად უძრავი ქონების შეძენა
· დომინიკის რესპუბლიკა – $200,000 დოლარის დაბანდება სახელმწიფო ბონდებში ან უძრავ ქონებაში
· სენტ ლუისი – $100,000 დოლარად უძრავი ქონების ან სახელმწიფო ბონდების ყიდვა
· ვანუატუ – $130,000-ის ინვესტირება სახელმწიფო ბონდებში
· თურქეთი – $400,000 დოლარის ჩადება უძრავ ქონებაში
· ნაურუ – $140,000 დოლარზე მეტი ინვესტიცია
· მალტა – €750,000 ევროს ჩადება სახელმწიფო ბიუჯეტში ან €700,000-ის დაბანდება უძრავ ქონებაში
· იტალია (ოქროს ვიზა) – €250,000 ევროს გადახდა მოქალაქეობის მიღებაში ან €1 მილიონის გადარიცხვა ქველმოქმედებაში.
წყარო: bm.ge
