რომელ ქვეყნებთან გეგმავს ომს? – ზელენსკი უკრაინის დაზვერვაზე დაყრდნობით

უკრაინის პრეზიდენტი, უკრაინულ დაზვერვაზე დაყრდნობით ამბობს, რომ , შესაძლოა, NATO-ს ქვეყნების წინააღმდეგ სამხედრო აგრესიას შემდეგი წლისთვის გეგმავდეს.
ზელენსკი აღნიშნავს, რომ რუსეთი ამ წელს წვრთნებისთვისა და ბელარუსის მიმართულების გასაძლიერებლად 15 დივიზიას გაამზადებს.
ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა მიუნხენში ჟურნალისტებთან ილაპარაკა.
“ვფიქრობთ, რომ ისინი ყველანი ბელარუსის ტერიტორიაზე იქნებიან, ან ნაწილობრივ. ეს იქნება 100-150 ათასი ადამიანი. ისინი შეიძლება შევიდნენ შიც, როგორც ეს 2022 წელს მოხდა, ან წავლენ პოლონეთში ან ბალტიის ქვეყნებში. ვფიქრობ, რომ მას [პუტინს] ასეთი აზრი აქვს. იქიდან გამომდინარე, რასაც დაზვერვა მაწვდის, ვფიქრობ, რომ შემდეგი წლისთვის NATO-ს ქვეყნებთან ომს ამზადებს”. – თქვა ზელენსკიმ.
ურაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ამ სცენარში 100%-ით დარწმუნებული არ არის და იმედოვნებს, რომ ამის თავიდან არიდება მოხერხდება.
14-16 თებერვალს მიუნხენში უსაფრთხოების კონფერენცია ტარდება.

ასევე დაგაინტერესებთ

ვიქტორ ორბანი – ევროკავშირი გაყინულ რუსულ აქტივებთან დაკავშირებით წერილობით კენჭისყრას გამართავს, რომელიც კავშირს გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს – ევროკომისია სისტემატურად არღვევს კანონმდებლობას და ამას ომის გასაგრძელებლად აკეთებს

შალვა პაპუაშვილი – წამყვანი თანამდებობის პირები საათობით დროს ვატარებთ ჟურნალისტებთან და არ გავურბივართ კითხვებს, ეს არის ქართული დემოკრატიის სტანდარტი, რომელთანაც ახლოს ვერ მოდის ზოგიერთი ელჩის სტანდარტი – ფიშერის ფაილი ჩვენთვის დახურულია

შალვა პაპუაშვილი – ევროკავშირი იქცა სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის, კონფლიქტის და არა მშვიდობის ტერიტორიად – სად ვიქნებოდით წნეხისთვის რომ არ გაგვეძლო? იქ, სადაც უკრაინაა, როდესაც აღარც მშვიდობა შეუძლიათ და აღარც ომი