საქართველოში ბიზნეს სესხებს შორის პირველ ადგილზე კვლავ უძრავი ქონების დეველოპმენტია. 2025 წლის ივლისის მდგომარეობით, ამ სექტორზე გაცემული კრედიტების მოცულობა 4.3 მილიარდ ლარს შეადგენდა, რაც მთლიანი საკრედიტო პორტფელის 68 მილიარდი ლარის 6.3%-ია.
სებ-ის სტატისტიკის თანახმად, უძრავი ქონების სექტორის დაკრედიტების წლიური ზრდა 22%-ია და პორტფელის ზომა ბოლო ერთ წელში 722 მილიონი ლარით არის გაზრდილი.
სექტორებს შორის მეორე პოზიციაზეა სერვისების სექტორი – 4 მილიარდი ლარით. ამ სექტორში კრედიტების ზომა წლიურად 26%-ით, ანუ 832 მილიონი ლარით არის გაზრდილი. 3.6 მილიარდი ლარით მესამე ადგილს სოფლის მეურნეობის სფერო იკავებს, სადაც დაკრედიტება ბოლო ერთ წელში 10%-ით, ანუ 320 მილიონი ლარით არის გაზრდილი.
ტურიზმის, კერძოდ კი სასტუმროებისა და რესტორნების სექტორის დაკრედიტება კი 3.3 მილიარდ ლარზეა, ამ სფეროში გაცემული კრედიტების მოცულობა წლიურად მხოლოდ 3%-ით არის მომატებული. ენერგეტიკის სექტორის საკრედიტო პორტფელი კი 8%-ით, 2.4 მილიარდ ლარამდე არის გაზრდილი.
