13 მაისის მონაცემებით, Numbeo-ს რეიტინგში, ცხოვრების ხარისხის ინდექსით, მსოფლიოს 256 ქალაქს შორის, თბილისი 211-ე ადგილზეა.
მსოფლიოში ყველაზე მაღალი ცხოვრების ხარისხი ლუქსემბურგის დედაქალაქ ლუქსემბურგშია (234.0), მეორე ადგილზე ნიდერლანდების ქალაქი ჰააგაა (232.2), ხოლო მესამეზე – ნიდერლანდების კიდევ ერთი ქალაქი გრონინგენი (228,6). ზოგადად, ზედა ათეულში ნიდერლანდების 6 ქალაქია, ხოლო პირველი 16 ადგილი სრულად ევროპულ ქალაქებს უკავიათ.
· ლუქსემბურგი – 234
· ჰააგა – 232.2
· გრონინგენი – 228.6
· ეინდჰოვენი – 225
· ბერნი – 219.1
რაც შეეხება თბილისსა და ჩვენს მეზობლად მდებარე ქვეყნების ქალაქებს, ჩვენი დედაქალაქის ცხოვრების ხარისხის ინდექსის კოეფიციენტი 120.1-ია, რაც მსოფლიოში – 211-ე, ხოლო ევროპის 101 ქალაქს შორის, 92-ე მაჩვენებელია.
· მოსკოვი – 189-ე ადგილი – 131.5
· თბილისი – 211-ე ადგილი – 120.1
· ბაქო – 214-ე ადგილი – 117.1
· ერევანი – 218-ე ადგილი – 114.3
უკვე აღვნიშნეთ, რომ სიის პირველ 16 ადგილზე ევროპული ქალაქებია, მსოფლიოში ცხოვრების ხარისხით ყველაზე გამორჩეული არაევროპული ქალაქი კი ავსტრალიის ბრისბენია (205.0), რომელიც სრულ ჩამონათვალში მხოლოდ მე-17 პოზიციაზეა.
რაც შეეხება ცხოვრების ხარისხით მსოფლიოს ყველაზე დაბალი რეიტინგის მქონე ქალაქებს, ბოლო ხუთეული ასეთია:
· კოლომბო (შრი ლანკა) – 252-ე ადგილი – 73.2
· თეირანი (ირანი) – 253-ე ადგილი – 66.8
· დაკა (ბანგლადეში) – 254-ე ადგილი – 65.6
· მანილა (ფილიპინები) – 255-ე ადგილი – 62.4
· ლაგოსი (ნიგერია) – 256-ე ადგილი – 6.5
განვმარტოთ, რომ ცხოვრების ხარისხის ინდექსი კომპოზიტური საზომია და ამ ფაქტორთა გათვალისწინებით გამოითვლება: მსყიდველობითი უნარი, დაბინძურება, საცხოვრებლის ხელმისაწვდომობა, ცხოვრების ღირებულება, უსაფრთხოება, ჯანდაცვის ხარისხი, მგზავრობის დრო და კლიმატი. ინდექსის უფრო მაღალი მაჩვენებელი ცხოვრების უკეთეს ხარისხზე მიუთითებს.
წყარო: www.bpn.ge
