ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, რომელიც მიმდინარე წლის 29 მარტს განახლდა, 2024-2028 წლებში საქართველოში 22 საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო აშენდება, სადაც მთლიანობაში 5 550 სტუმრის განთავსება იქნება შესაძლებელი.
ყველაზე მეტი – 6 საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო თბილისში გაიხსნება. ეს ბრენდებია: Greet by Accor, Hilton Tbilisi, Paragraph Golf & Spa Resort Tabori Hill, Offices & Hotels at Erekle II Square, Hotel Sololaki Hills და Hotel on King Erekle II’s Square (Small).
6 საერთაშორისო ბრენდიდან ყველაზე დიდი – 200-ოთახიანი Hilton Tbilisi იქნება, რომლის მშენებლობა მომავალ წელს დასრულდება და მას 350 განთავსების ადგილი ექნება. სიდიდით მეორე ადგილზეა Paragraph Golf & Spa Resort Tabori Hill. სასტუმროს მშენებლობა 2025 წელს უნდა დასრულდეს, 177-ოთახიანი იქნება და 356 სტუმრის მიღებას შეძლებს;
რაც შეეხება დანარჩენ 4-ს, Greet by Accor-ის მშენებლობა მიმდინარე წელს უნდა დასრულდეს. სასტუმრო 116 ოთახზეა გათვლილი და 232 ოთახი აქვს;
Offices & Hotels at Erekle II Square-ს მშენებლობა 2027 წელს დასრულდება, მას 135 ოთახი ექნება და 270 ოთახი.
Hotel Sololaki Hills-ი 2026 წელს დასრულდება, მას 188 ოთახი ექნება და 376 სტუმარს მიიღებს.
რიგით მეექვსე საერთაშორისო ბრენდი, რომელიც თბილისში უნდა გაიხსნას Hotel on King Erekle II’s Square (Small) არის. მისი მშენებლობა 2025 წელს დასრულდება, 42 ოთახიანი იქნება და 84 სტუმარს მიიღებს.