რომელი ვირუსული ინფექციებია ახლა საქართველოში გავრცელებული – “უნდა მოვერიდოთ ხალხმრავალ ადგილებს“– ინფექციონისტის რჩევები

ინფექციონისტმა ალექსანდრე გოგინავამ გადაცემაში „დღის პოსტი” საუბრობს, რომელი ვირუსული ინფექციებია ახლა საქართველოში გავრცელებული და საოგადოებას რჩევებს უზიარებს.
როგორც ექიმი ამბობს, ანტიბიოტიკოთერაპიის დანიშვნა ნაწლავური ინფექციის დროს 5% ნაკლებ შემთხვევაშია საჭირო.
გარდა ამისა, ინფექციონისტი ამბობს, რომ კონდიციონერს შეუძლია ინფექციის გავრცელებაში მიიღოს მონაწილეობა.
„ვირუსები ყოველთვის იყო, არის და იქნება, ჩვენ გვიწევს მათთან თანაცხოვრება.
ყველა სეზონზე გვხვდება სხვადასხვანაირი ვირუსი. ინფექციების უმეტესობა გადადის კონტაქტური გზით.
პირველ რიგში ძალიან მნიშვნელოვანია ჰიგიენური საკითხი, ხელების ხშირი დაბანა, დამუშავება და ის ადამიანები, ვისაც სიმპტომები აქვთ, უნდა მოგვერიდონ.
ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი დამოკიდებულება, სიმპტომების არსებობის დროს უნდა მოვერიდოთ ხალხმრავალ ადგილებს და კომუნიკაციას.
ზოგადად გაჯანსაღება ორგანიზმის, კარგი განწყობა, ჯანსაღი ცხოვრების წესი – ეს ყველაფერი ხელს შეგვიწყობს ამა თუ იმ დაავადების შეხვედრის შემთხვევაში მარტივად გადავიტანოთ”, – ამბობს ალექსანდრე გოგინავა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო წილოსანი: ვხელმძღვანელობ, რომ ზუსტი, ანუ ჩემი ცოდნით რომ არანაირ მსგავს ნივთიერებას ჩვენ დროს გამოყენება და არც შესყიდვა არ ჰქონია, აქედან გამომდინარე გპასუხობთ ისე, როგორც გპასუხობთ

მიხეილ ყაველაშვილი: …ვისაც რა მოეპრიანება და ესე დაუპირისპირდება საკუთარ ქვეყანას, საკუთარ სახელმწიფოს, ესე ჩირქს სცხებს და ჩვენ ხომ ვიცით, ეს რატომ კეთდებაა? რომ ახალი, ასე ვთქვათ, ვერსია შემოიტანეს