რომელი ბანკები აფინანსებენ დეველოპმენტის სექტორს

ქართულ ბანკებს უძრავი ქონების დეველოპერულ კომპანიებზე სულ 3,750,000,000 ლარის კრედიტები აქვთ გაცემული, რაც ეკონომიკის სექტორებზე გაცემული კრედიტებზე მეტია. შედარებისთვის, დეველოპერულ კომპანიებზე გაცემული კრედიტების მოცულობა რიგით მეორე ადგილზე მყოფ სოფლის მეურნეობის სექტორის კრედიტებს 290 მილიონი ლარით აღემატება.
კომერციული ბანკების მიერ გამოქვეყნებული ფინანსური ანგარიშგებების თანახმად, უძრავ ქონების დეველოპერებზე გაცემული კრედიტების 91% უცხოურ ვალუტაში არის ნომინირებული, რითაც ეს სექტორი ყველაზე მეტად დოლარიზებულია.
სებ-ში წარდგენილი მესამე კვრატლის ფინანსური ანგარიშების თანახმად, უძრავი ქონების სექტორზე ყველაზე დიდი მოცულობის – 1.65 მილიარდი ლარის კრედიტები “ ბანკს” აქვს გაცემული, მეორე პოზიციას იკავებს 1.38 მილიარდი ლარის საკრედიტო პორტფელით, მესამეზე კი “ტერა ბანკია” დეველოპერებზე გაცემული 146 მილიონი ლარის კრედიტებით.
კომერციული ბანკების მიერ უძრავი ქონების სექტორის დაფინანსება – საკრედიტო პორტფელი, 2024 წლის მესამე კვარტალის მდგომარეობით: